ლამაზი ტუჩების 5 საიდუმლო

ლამაზი ტუჩები - რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ფაქტია, რომ მათ პირველი შთაბეჭდილების ქმნიან ადამიანზე. ტუჩები ადვილად გასცემენ ასაკს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარეგნობაზე. ლამაზი და მოვლილი ტუჩები ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ.

როგორი უნდა იყოს ლამაზი ტუჩები?

1.    მოცულობა - უპირველეს ყოვლისა, ტუჩები სავსე უნდა იყოს.

თხელი ტუჩები ავტომატურად ასაკთან ასოცირდება, ვინაიდან დროთა განმავლობაში ისინი მოცულობა თანდათან კარგავენ. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან:

  • ზედა ყბის ძვლების ცვლილებებთან;
  • კანქვეშა ცხიმის ატროფიასთან;
  • ტუჩის კუთხეების დაშვებასთან.

ტუჩების ფორმის შესწორება-შევსება ჰიალურონის მჟავით შეიძლება. შედეგის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ერთი წელია. მხოლოდ ერთი პროცედურით თქვენ 12 თვის მანძლიზე სავსე და მიმზიდველი ტუჩები გექნებათ.

2.    სიკაშკაშე - ტუჩები გამოკვეთილი უნდა იყოს.

ამ შემთხვევაში ტუჩის კონტური და თვითონ ტუჩის ფერი იგულისხმება. თუ ტუჩები ძალიან ფერმკრთალი და გახუნებულია, ცხადია, ეს ასაკს მოგიმატებთ. ეს არ ნიშნავს, რომ კონტური ძალიან უნდა ,,ყვიროდეს.’’ ან, ტუჩზე მეტისმეტად კაშკაშა პომადა წავისვათ. სასურველია, ფერი ბუნებრივთან იყოს მიახლოვებული, რომ ასაკის დამალვის მცდელობა აშკარა და უშედეგო არ აღმოჩნდეს.

3.   ორი ხაზი ტუჩის ზემოთ 

დეტალი რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ სრულყოფილი ტუჩები გსურთ, მაშინ ეს სვეტიც უნდა გაითვალისწინოთ. სვეტი, რომელიც ზედა ტუჩს და ცხვირს აკავშირებს. ასაკთან ერთად, ეს სვეტი თავის გამოხატულებას კარგავს და ქრება. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო დეტალი ადამიანის იერს საგრძნობლად ცვლის. ამ პრობლემის მოგვარებაც ჰიალურონის მჟავით შეგიძლიათ. ამ საკითხზე ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კოსმეტოლოგთან შეგიძლიათ კონსულტაცია უფასოდ გაიაროთ და დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

4.    მოწევა - სრულყოფილების მთავარი მტერი

შეგახსენებთ, რომ მოწევა ტუჩებს ყველაზე მეტად აზიანებს.  ის ტუჩების გარშემო ნაოჭებს ქმნის და ასაკთან ერთად მათთან გამკლავება  უკვე თითქმის შეუძლებელია.

5.    დეჰიდრატაცია - ასეთ დროს ლამაზ ტუჩებზე არც კი უნდა იოცნებოთ.

ზოგიერთ ადამიანს კი ქრონიკული დეჰიდრატაცია აწუხებს. ასეთუ ტუჩები ძალიან მგრძნობიარეა, ხშირად სკდება და ჩნდება ნაოჭები. არ დაგავიწყდეთ მათი დატენიანება შიგნიდან და გარედან. მიიღეთ ბევრი სუფთა წყალი.

გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და იყავით ყოველთვის ახალგაზრდა და მიმზიდველი!

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები