აშშ-ის ოფიცერი პორნოში მონაწილეობით დამატებით შემოსავალს იღებდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოფიცერ ჯოფემ ჯონ შმიდტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ოფიცერ შმიდტის მიერ პორნოგრაფიული ფილმების გადაღებებში მონაწილეობას, რითიც ის დამატებით შემოსავალს იღებდა. ინფორმაციას Sandiego Union Tribune ავრცელებს.

იმის გამო, რომ შმიდტს მასზე ზევით მდგომი თანამდებობის პირისთვის არ განუცხადებია ინფორმაცია პორნოგადაღებებში მონაწილეობის შესახებ, ის შესაძლოა წოდების, პენსიისა და ყველა უპირატესობის გარეშე დარჩეს, რაც კი სამხედროებს აშშ-ში აქვთ.

როგორც ირკვევა, 7 წლის განმავლობაში, ოფიცერი შმიდტი 29 “18+” ფილმში გადაიღეს. ფილმების დიდ ნაწილში, ოფიცერი საკუთარ მეუღლესთან ერთად თამაშობდა, რომელიც პორნომსახიობია. ისინი 15 წელია ცოლ-ქმარი არიან.

შმიდტის ცოლის თქმით, შმიდტი იძულებული იყო პორნოს გადაღებებში ჩართულიყო, რათა ოჯახის ვალი გაესტუმრებინათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები