5 გეი მეგობრული ადგილი თბილისში, რომელსაც უნდა ესტუმრო

0
68

თბილისი ჰომოფობიურ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, სადაც ლგბტ ადამიანებს ყოველდღირად ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. ამიტომ Guest N13 -მა გადაწყვიტა მოენახულებინა ის ადგილები, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, შეუძლია მივიდეს და თავისუფლად გაერთოს:

1. Bassiani

ბასიანზე ბევრი რამის თქმა და დაწერა შეიძლება, თან მხოლოდ დადებითის, თუმცა ახლა აქ ამის ადგილი არ არის და ამჯერად მხოლოდ მის გეი მეგობრულობაზე ვისაუბრებთ. თუ არიან ისეთები, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან რა არის ბასიანი, გეტყვით, რომ ის რეგიონში ერთადერთი წამყვანი underground კლუბია, რომელმაც შეძლო მსოფლიოსთვის, საქართველო სრულიად სხვა კუთხით წამოეჩინა. ის არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბური სივრცე, სადაც ხარისხიან მუსიკას მოისმენ. ბასიანზე რეგულარულად ეწყობა ქვიარ ივენთების სერია HOROOM და თუ ჩვენ რეალობას გავითვალისწინებთ, ის საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს გეი კულტურის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში.

 

2. Café Gallery

დღისით კაფე, ღამით კი კლუბი. გალერი პატარა კაფეა დიდი გულით, რომელიც წლებია ლგბტ ადამიანებს თბილად დახვედრას და თვითგამოხატვის საშუალებას სთავაზობს. მართალია უკვე ბევრი ალაპარაკდა იმაზე რომ ეს ადგილი მოძველდა, გარემოც შეიცვალა, თუმცა დღესაც გეი მეგობრულ ადგილად რჩება ამ სტატუსზე უარის თქმას არ აპირებს. დღისით შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები და სასმელები, ღამით კი მოუსმენთ ქართველ და მოწვეულ დიჯეებს. რაც მთავარია შეგიძლია იყო გეი. ამის გამო არავინ მოგაყენებს შეურაცხყოფას.

 

3. Success

საქსესი გეი თემის მხარდამჭერი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბარია, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ. ამით ყველაფერი ნათქვამია. ლგბტ ადამიანებს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მალვა არ უწევთ. პირიქით, ბარი თვითგამოხატვის საშუალებას გაძლევთ. საქსესი განახლებული ინტერიერით ელოდება თავის სტუმრებს.

 

4. Kiwi-Café

კივი ვეგანურია კაფეა, სადაც გემრიელი უხორცო კერძების დაგემოვნება და საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება შეგიძლიათ. კივი უბრალოდ კაფე არ არის, ის კონცენტრირებულია საზოგადოების, სხვადასხვა სოციალურ სფეროში ცნობიერების ამაღლებაზე და ხშირადაა სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებების მასპინძელი. რაც მთავარია გეი მეგობრულია და ორიენტაციის გამო უსამართლოდ ადავინ მოგეპყრობათ. პირიქით, სტაფის წევრებიც და სტუმრებიც თბილად დაგხვდებიან.

 

5.Canudos Ethnic Bar

კანუდოსი ჰიპსტერ ბარია, სადაც არ არსებობს არანაირი წესები და შეზღუდვები. შეგიძლია გააკეთო ის, რაც გსურს, იყო ის ვინც ხარ, გაიცნო ახალი საინტერესო ადამიანები, მთავარია გარშემომყოფებს არ შეუქმნა დისკომფორტი. ბარში განსხვავებული სტილისა და ინტერესების ადამიანები იყრიან თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ბევრი საერთო არ აქვთ, ერთი რამ აერთიანებთ – თავისუფლება. გეი მეგობრულობის კუთხით, თავისუფლად სეიძლება იმის თქმა, რომ კანუდოსი ნამდვილად არის გეი მეგობრული ადგილი.

 

Guest N13