Flowerella – ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ანტიკაფეს შემქმნელებისგან

Flowerella ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდია, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან, 9 აპრილს შედგა და მომხმარებლების კეთილგანწყობა უკვე მოიპოვა. 

ტყუპებმა ქრისტი და ქსენიელა ფაიქიძეებმა, რომელთაც აქამდე მხოლოდ ანტიკაფე „კუთხე“-ს შემქმნელებად ვიცნობდით, თავი სხვა კუთხითაც გაგვაცნეს და ამჯერად დიზაინერებად წარგვიდგნენ.

ბრენდის შესახებ, მის ერთ-ერთ, შემქმნელს, კრისტის გავესაუბრეთ:

როდის გაჩნდა ფლაუერელას შექმნის იდეა?

Flowerella-ს შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაცნდა. პროდუქტი გვინდოდა ყოფილიყო ხარისხიანი და განსახვავებული, სტილით და რაც მთავარია ფასით. როდესაც კოლექციას ვქმნიდით, უკვე ვიცოდით როგორი სტილის გოგონებისთვის იქნებოდა საინტერესო. კაბები ვინტაჟ და ბოჰოს სტილშია.

ფასი რამდენად ხელმისაწვდომია?

ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია. კაბების შეძენა 15 ლარიდანაა შესაძლებელი. იდეაც ის იყო, რომ ყველას შეძლებოდა მათი მორგება და შეძენა.

რამდენად შრომატევადია კაბების შექმნის პროცესი?

საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ყველა დეტალი საკმაო ენერგიას და ძალიასხმევას ითხოვს, თუმცა არასოდეს მეზარება მუშაობა.

ვინტაჟური კაბების გარდა, მომავალში რის შექმნას აპირებთ?

ნელ-ნელა უკვე იგეგმება ახალი კოლექცია, სადაც არამხოლოდ კაბების, არამედ სხვა ნივთების შეძენის საშუალება ექნებათ ჩვენ მომხმარებლებს.

 

ფლაუერელას კაბების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია, როგორც ინტერნეტით, ასევე ანტიკაფე „კუთხეში“, შალვა დადიანის 30-ში. 

 

ნიკო შარაბიძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები