Mr. Gay – კატეგორიებად დაყოფილი ქართველი გეები

0
84

რაღაც ამ ბოლო დროს ბლოგზე ჩანაწერების გაკეთების სურვილი გამიჩნდა, ხოდა აქ ვარ და გავაკეთებ პირველ ჩანაწერს. არ არის გამორიცხული ერთი თემის გარშემო დატრიალდეს ჩემი პოსტები. მოკლედ ჯერ არ ვიცი რა იქნება წინ, მაგრამ ეხლა ძალიან მინდა ვისაუბრო ქართველ გეებზე.

ასაკით არც ისე დიდი ვარ, სხვებზე საუბრით და კრიტიკით ,რომ დავკავდე, მაგრამ საკმაო გამოცდილება დავაგროვე ამ წლების მანძილზე და მნდა ჩემი დაკვირვებების შესახებ მოგითხროთ.

გეი არის მამაკაცი, რომელსაც აქვს ფიზიკური ან ემოციური ლტოლვა მამაკაცების მიმართ. ეს ყველამ ვიცით. ქართველი გეი ცალკე მოვლენაა. აქ გეები შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ, თან ყველა კატეგორიას თავისი წარმოშობის ისტორია აქვს, რომელიც ბოლომდე ნათელი არავისთვისა. მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს კატეგორიები.

“ნატურალი გეი”

საკმაოდ გავრცელებული ჯიშია.

ტიპი, რომელსაც ცოლიც ჰყავს, შვილებიც, “პატივს სცემს” ქალს, იცავს ქართველობას, თვლის რომ კაცი-კაცთან, ქალი-ქალთან არ უნდა ცხოვრობდეს ეს ტრადიციების და პირველ რიგში ქრისტიანობის შეურაცხყოფაა და ასეთი ადამიანები ადგილზე უნდა დაწვა. – კლასუკური ჰომოფობია, მაგრამ ათასში ერთხელ (როგორც თავად ამბობს, ერთი-ორი ყანწის გამოცლის შემდეგ) გართობა უნდება ბიჭებთან. მაგრამ რეოგორ გეკადრებათ, ის ვიღაც გეი კი არაა, მას ცოლ-შვილი ჰყავს და შაბათ-კვირას წირვას ესწრება უბნის ტაძარში (რომლის მოძღვარიც მამა თეოდორეა, რომელსაც “ნატურალი გეის” მსგავსად ათასში ერთხელ გაურბისხოლმე თვალი ბიჭებისკენ).

ძირითადად ამ კატეგორიის გეები სადღაც ღიპისქვეშ მიმალულ პენისს ძლივს პოულობენ, ორი წამი შეყოფენ ან აქეთ შეუყოფენ და ეგაა. დამთავრდა საქმე. კაი ხანი აღარ მოუნდება კაცი. მეორე დღიდანვე მზადაა განაგრძოს ქართული ტრადიციების დაცვა და ძმაკაცებთან ერთად პატრიარქის სადღეგრძელოზე ყანწის გამოცლა.

“ანონიმური გეი”

ესეც საკმაოდ მოდებული ჯიშია.

ტიპი, რომელიც აღიქვამს რომ გეია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (ძირითადად ეს მიზეზებია: ოჯახი, სანაცნობო წრე, კარიერა, ჰომოფობიური საზოგადოების გავლენა, შიში იმისა, რომ არ გაუგონ ეს ამბავი, თორემ კარგად მოხვდება ყბებში და რაღათქმა უნდა რელიგია). ამ კატეგორიის გეებმა კარგად იციან, რა უნდათ მამაკაცში, მოსწონთ გეი-სექსი, გიჟდებიან პენისზე, ან შეიძლება შეყვარებულებიც იყვნენ, ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ.

ასეთი გეები პარტნიორებს ძირითადად ინტერნეტში იცნობენ და ერთი ტკბილი საღამოსთვის სასტუმრებს, სადღაც გადაკარგულში ქირაობენ, ზოგჯერ პირდაპირ მანქანაში გრიალს არჩევენ ან უბნის მიტოვებულ ჯიხურში აფარებენ თავს.

საზოგადოებაში ჩვეულებრივი, ნატურალი მამაკაცის ტიტულით დაძრწიან, მაგრამ ჩუმჩუმად დაძვრებიან საყვარელ ბიჭებთან (ან არც ისე საყვარლებთან, გააჩნია როგორი ტიპი აღმოჩნდება ფეისბუქის ყალბი პროფილის მეპატრონე, რომელსაც პროფილის ფოტოდ ცნობილი მსახიობის შიშველი ფოტო აქვს დაყენებული).

“სოფლელი გეები”

ამ ჯიშს თბილისშიც აქვს გადგმული ფესვები.

ამ კატეგორიაში შეიძლება გაერთიანდეს ზემოთ მოყვანილი კატეგორიების, ქვეკატეგორიაა.

მათი ძირითადი საქმიანობა: ქმნიან ერთ პროფილს ფეისბუქზე, ავატარად აყენებენ რომელიღაც მაგარი ბიჭის ფოტოს, რომელიც აუცილებლად გახდილი უნდა იყოს, ქავერად რაიმე ცნობილი გამოთქმა აქვთ დაყენებული. დებენ მოდელების ფოტოებს, აშეარებენ ცნობილი დიზაინერების ფოტოებს, მაგრამ თვითონ ზედმეტი წონა აწუხებთ და ვერც იმას ვიტყვით, რომ განსაკუთრებული სტილით გამოირჩევიან, ალბათ ერთი ჩვეულებრივი აკრილის სვიტერი აცვიათ და ჯინსის შარვალი, ფეხზე სავარაუდოდ ადიდასის ბოტასი. ფეისბუქზე საკმაოდ დრამატული და ამავდროულად შინაარსობრივ სტატუსებს წერენ. ათასში ერთხელ საკუთარი (ან შეიძლება ინტერნეტში დასერჩილი) პენისის სურათს დებენ. და იქამდე აცანცარებენ ერთ ადგილს, სანამ ვინმე არ დაარეპორტებს და არ დაიბლოკებიან.

ძირითადი ტერმინები: გავიცნოტ? ასაკი? როლი? ვირტ სექსზე რა აზრის ხარ? აქტი ვარ, მაგრამ ტაკოზე როცა მეფერებიან მიყვარს, ბაითი გაქვს? ვგიჟდები ბუნებაში ჟიმაობაზე.

მოდით სასიამოვნო ტალღაზე გადავიდეთ და ლუზერებს ზურგით დავუდგეთ.

“გაქაჩული გეები”

მაგარი გაქაჩულები არიან, სასტავში სახელი აქვთ მოპოვებული და პარტნიორის საძებნად ფარული პროფილები არ აქვთ შექმნილი სხვადასხვა საიტებზე. საკმაოდ დაკავებულები არიან და სიყვარულისთვის ჯერ არ სცალიათ. არც იციან ცხოვრებაში მოიცლიან თუ არა… სულ გადარბენაზე არიან, მაგრამ თავის მოვლა არასდროს ავიწყდებათ.

უი, სულ დამავიწყდა, ქამინ-აუთი გაკეთებული აქვთ, სულ კიდიათ სხვების აზრი ამასთან დაკავშირებით.

“ჩვეულებრივი გეები”

გეები არიან რა, ჩვეულებრივი გეები, ჩვეულებრივი პრობლემებით, ჩვეულებრივ უხარიათ, ჩვეულებრივ სწყინთ.

შეიძლება კიდევ არსებობს რაღაც კატეგორიები, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მახსენდება.