“ამბის ბუდე” – ხელნაკეთი საბავშვო წიგნების ახალი ქართული ბრენდი

„ამბის ბუდე“ დიანა ქალიაშვილის შექმნილი handmade ბრენდია, რომელიც საბავშვო სათამაშო წიგნებისა და დეკორატიული ნივთების შექნნაზეა ორიენტირებული. აღნიშნული სათამაშო წიგნები განსაკუთრებით შ.შ.მ ბავშვების მშობლებს დააინტერესებს, რადგან ის ანვითარებს ბევრ სასარგებლო უნარს პატარებში და არის სრულიად უსაფრთხო. როგროც დიანა ამბობს წიგნი 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების ეტაპი.

სათამაშოებში ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი პატარა გამხიარულდეს და ბევრიც ისწავლოს: ფერები, ფორმები, სახალისო დეტალები.

ცოტა რამ ამბის ბუდეს შესახებ:

„ჩემი ყველა საქმიანობა ბავშვებს უკავშირდევა. შემოქმედებითი მხარე ჩემი სფეროა, ეს არის საბავშვო ღონისძიება, სპექტაკლი, დეკორაციის დამზადება და სხვ. აქედან გამომდინარე უამრავ ბავშვთან მაქვს შეხება. დავინახე რომ მათში დაიკარგა „თამაშის“ უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი შ.შ.მ ბავშვებისთვის. სენსორული წიგნები საზღვარგარეთ ხელმისაწვდომია, მაგრამ არსად ჩანდა. იქედან გამომდინარე, რომ მაქვს ამის უნარი, ჩავთვალე მეცადა. რატომაც არა? – დავიწყე მცირე ექპერიმენტით სახლში არსებული ნივთებით დავამზადე და გამოვიდა. გამოჩნდნენ მშობლები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სურვილი განსხვავებული და ორიგინალური სათამაშო შეეძინათ თავიანთი შვილებისთვის.“

როდის გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?

„იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ინტენსიურად სულ სამი თვეა რაც ვამზადებ. მიხარია, რდესაც რეკავენ მშობლები და კონკრეტულ იდეაზე გავდივართ კონსულტაციებს და მზადდება წიგნი. განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის ოკუპაციის თერაპევტი ჩაერთო სამუშაო პროცესში და შეიქმნა ადაპტირებული წიგნი, იმ პრობლემაზე აქცენტირებული, რაზეც მუშაობა სჭირდება ბავშვს.”

“სამ წლამდე ბავშვებისთვის მზადდება ფერების, შეგრძნებების და დიდ-პატარაობის თემატიკაზე შექმნილი წიგნები. არ უნდა იყოს წვრილი დეტალები, რატა არ გადაყლაპოს ან არ მოწყვიტოს. წიგნი უნდა იყოს უსაფრთხო. უფროსი ასაკისთვის უკვე ჩართულია თასმის შეკვრა, ფხრიწებზე დამზადებული ნივთების კლასიფიკაცია და ა.შ დიდ ასაკში ასევე სმეოდის დღის  რეჟიმის თემატიკა. ბავშვს შეუძლია თავისი ამბავი შეთხზას. ამტომ ქვია „ამბის ბუდე“ ჩემ გვერდს.“

„იდეები არის უსაზღვრო. შეიძლება ანიმაციური ფილმის მიხედვით დავმაზადო წიგნი და ჩავრთო განვითარების ელემენტები. ბავშვისთვის რომ იყოს უფრო სახალისო.“

 

რამდენად შრომატევადია თქვენი საქმე?

„მიუხედავად იმისა რომ ძალიან შემოქმედებითი  პროცესია, ასევე ძალიან შრომატევადია. პატარა დეტალებს ყველაზე დიდი ძალისხმევა ჭირდება: დამუშავება, გამოწრა, საკერავ მანქანაზე გატარება. ის დეტალი, რასაც ამზადებ უნდა იყოს ბავშვისთვის აღქმადი და უსაფრთხო. ასე რომ კრეატივის გარდა საჭიროა სიფრთხილე.”

 

ნიკო შარაბიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები