5 ქართველი მობაილ ფოტოგრაფი, რომელთაც უნდა იცნობდე

ქართველი ქალი ფოტოგრაფების შემდეგ, შევარჩიეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნების მქონე მობაილ ფოტოგრაფები, რომელთა შემოქმედებაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.
21-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების აყვავების ხანაა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანდათან ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება ფოტოგრაფიაში, რომელსაც „მობაილ ფოტოგრაფიას“ უწოდებენ. აღნიშნული მიმართულება ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარული გახდა და დღეს საშუალება გვაქვს სოციალური ქსელების მეშვეობით თვალი ვადევნოთ ქართველ მობაილ ფოტოგრაფების შემოქმედებას. ჩვენ რამდენიმე მათგანს მოვუყარეთ თავი და გვინდა თქვენც გაგაცნოთ ისინი.
1. ლუიზა ჩალატაშვილი
ლუიზა მოდის და lifestyle ფოტოგრაფია, რომელიც თავის ინსტაგრამდღიურზე ყოველდღიურად გვიზიარებს აიფონით გადაღებულ ინსპირაციულ და ლამაზ ფოტოებს. მისი ფოტოები ძალიან დახვეწილი, ნაზი და ფერადია, რაც ხაზს უსვამ მის ფემინურ ხასიათს. თუ აქამდე ლუიზას შესახებ არ გსმენიათ, აუცილებად უნდა გაეცნოთ მის შემოქმედებას.
2. დათო ქორიძე
დათოს ფოტოების თვალიერება არასოდეს მოგბეზრდება, რადგან ყველა ნამუშევარი ერმანეთისგან განსხვავებული ხასიათისაა. ხშირად ფოტოებს მოგზაურობის დროს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის ნაცნობი ადგილები ახლებურად დავინახოთ. ფოტოები ხსირად ნოსტალგიურ და სევდიან შთაბეჭდილებას ტოვებს.
3. თაკო სონღულაშვილი
თაკო სონღულაშვილი წინა სტატიაშიც მოხვდა. ფოტოგრაფს, თბილისური ყოველდღიურობა თავის ფოტოებში, დეტალებად გადმოაქვს. მის ნამუშევრებში ძირითადად ქუჩის სცენებს შეხვდებით.
4. ზურა ბალანჩივაძე
ზურიუსი საზოგადოებამ სხვა კუთხით გაიცნო და შეიძლება მისი, როგორც ფოტოგრაფად აღქმა ცოტა გაგიჭირდეთ, თუმცა საკმარისია მის ინსტაგრამს თვალი ერთხელ მაინც გადაავლოთ და მაშინვე მისი შემოქმედების „გამომწერი“ გახდებით. მის ფოტოებში ყველაფერია იმისთვის, რომ განწყობა აგიმაღლდეთ: საინტერესო სახეები, ლამაზი ქუცები, გამორჩეული შენობები და სხვ.
5. გიორგი ჯანიკაშვილი
გიორგი 21 წლის სტუდენტია, რომელიც სტუდენტურ ცხოვრებას, თავის ყველაზე საყვარელ ჰობს უთავსებს – მობაილ ფოტოგრაფიას. როგორც კი თავისუფალ პოულობს, გადის გარეთ და იღებს ყველაფერს, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. ბუნება, ცხოველები, ქუჩები – მის ნამუშევრებში ყველაფერს შეხვდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები