რეტროგრადული მერკური

პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაფეზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებას და გამოყენებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში რეტროგრადული მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ადამიანები მძიმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომებს უშვებენ. გამეფებულია გაფუჭებულის ”ტელეფონის” პრინციპი. მოლაპარაკებები და საბუთების მოგვარება რთულდება და გაურკვეველი დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში ჯობია არ შევიძინოთ, რადგან დიდია ალბათობა იმისა რომ მათ აღმოაჩნდეთ წუნი ან მალევე გაფუჭდეს. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება.

ცუდად მუშაობს ამ დროს ფოსტაც, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინმეს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოთ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება დიდი ხნით გადაიდება ან სრულად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება . ხოლო სამსახურების და ფირმების მუშაობა ძალისხმევის უმრავლესობა ფუჭია და უშედეგო.
რეტროგრადული მერკურის დროს ადამიანებს აურაცხელი რაოდენობით არაორდინალური იდეა უჩნდება, რომელთა დამახსოვრება შემდგომ განხორციელება შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს.
ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავთ ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებეასა და უბრავლეს შემთხვევაში პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომელსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან ან განადგურების პირას იმყოფებოდა.
თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნიარომელიც უმთავრესად საწავლობს არა მომავალსა და ახალს , არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამდენად ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებაზე და ახალი შათაბეჭდილებების მიღებაზე.
იგი მთელს ინფორმაციას თავისი შინაგანი სამსყაროს შიგნით ამუშავებს და მოიხმარს საკუთარი გამოცდილებისათვის. ამ ადამიანებს უჭირთ სწავლა , გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა არასტაბილურია, ხასიათდებიან ნევროზულობით და არაპრაქტიკულობით.უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუაბა, გარშემომყოფებთან ურთიერთობა.

მათ ეჩვენებათ რომ ვერავინ უგებთ. ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს და ხსირად განმარტოვდებინ ხოლმე. ასევე ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც, ენაბლუობა, თლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობის და მოუწესრიგებლობის გამოძახილია. ძალზე იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია საათობით ელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს. ასევე ზოგიერთი მათგანი ანცვიფრებს გარშემომყობთ თავისი ცოდნით და ერუდიციით. მათ იციან ისიც კი , რაც არავის არასდროს უსწავლებია მათთვის და გააჩნიათ ძალზე არაორდინალური საკითხისადმი მიდგომა და გადაწყვეტა. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებულისირთულეები, ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება, რაც გაადვილებს ბავშვისთვის ამ საკითხის აღქმას.
მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ მიანიჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდებს რეტროგრადული მერკურის შემობრუნების პერიოდები ეწოდება. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა რეტროგრადული პლანეტით. ეს პლანეტა რღაც პერიოდი იქნება კიდევ რეტროგრადული და შემდგომ დირექტული , ანუ სწორად მავალი გახდება.თუ ვთქვათ , პლანეტის მიმართულების გასწორებას მოხდა დაბადებიდან მე- 12 დღეს, ეს იმას ნიშანვს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში მე 12 წლის ასაკსი მოსალოდნელია მნისვნელოვანი მოვლენები, უარყოფითი თვისებები გამოსწორებას დაიწყებს. მერკურის შემთხვევაში ადამიანი მისი რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, ადვილად ეკონტაქტება ადამიანებს, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება, და ცდილობს მეტად წარმოაჩინოს თავისი თავის და სხვა. თუ ეს პერიოდი ემთხვევა პროფესიის არჩევის ასაკს , შესაძლოა მანმერკურისეული პროფესია აირჩიოს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რომელ სახლშია მერკური

გაგრძელება იქნება…

geoastro.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები