“მუდმივი ბრძოლა” – ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფის ახალი ფოტო სერია

ზაქარია ჭელიძე თვითნასწავლი ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიული განათლება არ მიუღია, მოყვარულის დონეს დიდი ხანია გადააბიჯა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თავისი საქმის პროფესიონალია.

აქვს განსხვავებული ხედვა და ჩარჩოებში არასოდეს ექცევა. არც ერთი კონკრეტული მიმართულება არ აქვს არჩეული, შეუძლია თანაბრად კარგად გადაიღოს პორტრეტიც და პეიზაჟიც.

მისი საყვარელი კამერა Fuji მუდამ თან დააქვს და იღებს ყველაფერს, რაც დააინტერესებს. მისი ფოტოების უმეტესობა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროსაა გადაღებული, ასე რომ მის ნამუშევრებში მრავლადაა ქუჩის სცენები.

საქართველოში ვიზიტისას შექმნა ახალი ფოტო სერია „მუდმივი ბრძოლა“. ფოტოგრაფისთვის სერია ასოცირდება ცხოვრებისულ სირთულეებთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთან, რომელსაც გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაში უწევს ყოფნა. ფოტოები შავ-თეთრია, რაც უფრო მეტ სიმკაცრეს სძენს გარემოს, მთავარი გმირი, ქართველი რაგბისტი და ვრესტლერი ნიკუშა ფერსელიძე.

ველური ბუნება და სწორად შერჩეული მოდელი – ფოტოებში ყველაფერია იმისთვის, რომ დამთვალიერებელი ჩაწვდეს იდეას ან საკუთარი წარმოსახვაში შექმნას ისტორია:

 

ნიკო შარაბიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები