5 ქართველი ქალი ფოტოგრაფი, რომელთაც უნდა იცნობდე

YellowBlog.ge-მ თქვენთვის შეარჩია ხუთი წარმატებული და ნიჭიერი ქართველი ქალი ფოტოგრაფი, რომელთა ნამუშევრებიც, მათი განსხვავებული იდეებით თუ გადაღების საინტერესო სტილით აუცილბლად დაგაინტერესებთ.
რამდენიმე მათგანი საერთშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც კი მოხვდა, თან არაერთხელ, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

1.დინა ოგანოვა

დინა ოგანოვას, როგორც ფოტოგრაფის მიმართულება – ფოტოდოკუმენტალისტიკაა. მისი ნამუშევრები შელამაზების გარეშე ასახავს ქვეყნის ყოველდღიურ რეალობას და იმ პრობლემებს, რის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. დინამ სახელი გაითქვა ფოტოპროექტით „გოგონა დაიბადა“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებას. მოგეხსენებათ, საქართველოში ჯერაც გავრცელებულია ბავშვების სქესის მიხედვით შერჩევის პრაქტიკა, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა ჩვენ დროში.  ფოტოებში შეხვდებით ისეთ ოჯახებს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ და ბიჭების გარეშეც ბედნიერად გრძნობენ თავს.

 

2. დარო სულაკაური
დარო სულაკაური პროფესიონალი ფოტოჟურნალისტია, რომლის შემოქმედებითაც უკვე უამრავი საერთაშორისო გამოცემა დაინტერესდა. მას აღიარება ფოტოპროექტ „Terror Incognita“-მ მოუტანა, სადაც ასახულია ჩეჩენი დევნილების ცხოვრება, რომლებიც ომს გამოექცნენ.  მის წარმატებულ მოღვაწეობაზე მრავალრიცხვოვანი ჯილდოებიც მეტყველებს.
მანუშევრებში ნახავთ ადამიანებს, რომელთა ისტორიის წარმოდგენა ზედმეტი აღწერის გარეშეცაა შესაძლებელი.

3. მარიამ სიჭინავა

მარიამის მიმართულება მოდის ფოტოგრაფია და პორტრეტებია, სადაც ქალი და მისი სხეულის ესთეტიური მხარეა წარმოჩენილი. ფოტოებს განსაკუთრებულს ფერები და სწორად შერჩეული გარემო ხდის. მიუხედავად იმისა, რომ მას ფოტოხელოვნების კუთხით განათლება არ მიუღია, საერთაშორისო ბაზარზე აღიარება მალევე მოპოვა და წიგნიც გამოუშვა, სადაც მისი ფოტოკრებულია შესული.

4. ქრისტინე ჩხარტიშვილი

ქრისტინეს ობიექტივში მხოლოდ ეფექტური გოგონები და პეიზაჟები ხვდებიან, რადგან ორივე ლამაზი და თვალში ადვილად მოსახვედრია. სწორედ ასეთი ფოტოების გადაღებითაა დაკავებული ქრისრინე, რომელიც თავისი შემოქმედების მოყვარულებს ინსპირაციულ და ლამაზ ნამუშევრებს სთავაზობს. აღსანიშნავია რომ ის მობილურითაც და ფოტოკამერითაც თანაბრად ლამაზ სურათებს იღებს.

​5. თაკო სონღულაშვილი
თანამედროვე ტექნოლგიების ხანამ ფოტოგრაფიის ახალი მიმართულება შექმნა – “მობაილ ფოტოგრაფია”, რომელსაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში დიდი და გამორჩეული ადგილი უკავია. თაკო სწორედ ამ მიართულების ფოტოგრაფია, რომელიც ინსპირაციას ქუჩაში სეირნობის დროს პოულობს. მას თბილისური ცხოვრება და ყოველდღიური რუტინა, ფოტოებში დეტალებად აქვს გადმოტანილი.

 

ნიკო შარაბიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები