„რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში“

(მადლობა ცინიკური ღიმილისთვის, ვიცი რომ ორიგინალში დალპა წერია….)

ამჯერად არამატო დალპა,  უკვე აყროლდა, აყროლდა და აგვაყროლა…

აგვაყროლა ყველა – მორწმუნე, ათეისტი, ქრისტიანი, ლიბერასტი…

რატომ აგვაყროლა?…

იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, გვაინტერესებს თუ არ გვაინტერესებს, გვწამს თუ არ გვწამს, ყველანი აღმოვჩნდით ამ ძალიან საშინელი და ბინძური თამაშის მონაწილე თუ არა შემყურე მაინც…

დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი, არც ტაძარში დავდივარ ხშირად და არც მრევლად ვთვლი თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს ის, რაც ახლა ხდება…

რატომ ?…

იმიტომ რომ ეს ხდება იმ ინსტიტუციაში, რომელიც წესით ერის სულიერების და მორალის „პატრონი“ უნდა იყოს, ერის რომელიც მიუხედავად საკმაო გზასაცდენილობისა და მეტსაც ვიტყვი სიბნელისა (აქ აღარ დავკონკრეტდები პროცენტებზე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდ პროცენტს ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს და მეჩემიანება…

გული მწყდება და მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კაციბრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის (სულის, ტვინის, ღმერთის, ვისაც როგორ გინდათ ისე დაარქვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა)  სახელს ამოფარებული ხდებოდა და ხდება თურმე…

მეცოდებიან ის ადამიანები ვისთვისაც ეს ყველაფერი უსიამოვნო მოულედნელობა აღმოჩნდა, და ძალიან ბევრი რამ თავზე დაენგრევათ, რწმენა შეერყევათ, გული გაუტყდებათ…

მეცოდება ის ადამიანი მთელი ცხოვრება იდეას და რწმენას რომ შესწირა, ახლა სავარაუდოდ ცოტა დარჩენია ამ ცოდვილ დედამიწაზე, მის ირგვლივ კი ისეთი ამბები ატყდა…  ვერ გაძღნენ, ვერ გაიყვეს „ტახტი“, გავლენა, ფული, მიწები… არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მთავრობამ, ეპისკოპოსებმა, რუსეთის აგენტებმა თუ ამერიკის მსტოვრებმა – ყველა ერთნაირად ყარს ამ სიტუაციაში…

ისე კარგია რომ აყროლდა, აქამდეც ლპებოდა და წამლავდა ბევრ რამეს, წამლავდა ჩუმად და უხმოდ, ახლა აყროლდა და განიავება, დაწმენდა და დასუფთავება მოუწევთ – თუ დასუფთავდებიან კარგია, თუ არადა საბოლოოდ გაიხრწნებიან და მერე ადამიანი დაასუფთავებს, არა მთავრობა და არა პოლიცია, არა ლიდერი და არა მრევლი, უბრალოდ ადამიანი – ადამიანი თავის ტვინში და გულში, ადმიანი როგორც „იმის“ ხატი და მსგავსი, რომელიც საბოლოოდ ვერ აიტანს სიმყრალეს და სიბინძურეს…

გმადლობთ ყურადღებისათვის, მე ისევ დაგიბრუნდებით…

იმედია მოვახერხებთ სამეფოს განიავებას…

 

ტატო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები