მარია შარაპოვამ შოკოლადის გამოშვება დაიწყო

ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას მიერ წარმოებული საკონდიტრო ნაწარმი მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება, – იუწყება რუსული მედია.

დღემდე მხოლოდ მარმელადი და საღეჭი კანფეტები იყიდებოდა. ამჯერად კი მან ახალი შოკოლადი გამოუშვა, სახელწოდებით Sugarpova.

შოკოლადის ფილა იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ ნატეხს „შოკოლადის კოცნა“ ამშვენებს. ექსკლუზიური ტკბილეულის შესაქმნელად სპორტსმენი მსოფლიოში მოგზაურობისას საუკეთესო რეცეპტებს აგროვებდა. შოკოლადის ყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვშია შესაძლებელი და 250 რუბლამდე ღირს.

„შოკოლადის წარმოება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. როდესაც სპორტსმენი გავხდი, ტკბილეულის გამოშვება დავიწყე. კარგად მახსოვს, ამერიკიდან დაბრუნებულმა ჩემს მეგობრებს საღეჭი კანფეტები რომ ჩამოვუტანე და ამით ძალიან გავახარე“, – აცხადებს შარაპოვა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები