კაილი მინოუგი საქმროს დაშორდა

ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი ახალგაზრდა საქმროს, ბრიტანელ მსახიობ ჯოშუა სასს დაშორდა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.

წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს სერიალ Galavant-ის  გადაღებებზე გაიცნო. ერთი წლის შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებდნენ. წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც  მედია იუწყება, 48 წლის კაილის  29 წლის ჯოშუას ღალატს აბრალებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები