დადგინდა ალკოჰოლის მიღების შემდეგ მადის გაძლიერების მიზეზი

ბრიტანელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის ხანგრძილივი მიღების შემდეგ ჭამის სურვილის მომატების მიზეზი დაადგინეს, – კვლევას ვრცლად ჟურნალი Nature Communications-ი აღწერს.

ექსპერიმენტი ტარდებოდა თაგვებზე, რომლებსაც 3 დღის განმავლობაში 2 ბოთლი ღვინის ეკვივალენტ ალკოჰოლს უსხამდნენ.

მადის გაძლიერების მიზეზი ტვინში არსებული ნეიროპეპტიდური მოლეკულა AgRP აღმოჩნდა, რომელიც მადის სტიმულაციას უწყობს ხელს. კვლევის ერთ-ერთ ეტაპზე ბიოლოგებმა AgRP-ს მოქმედება შეამცირეს და ამით შემცირდა არამხოლოდ საკვების, არამედ ალკოჰოლის მიღების სურვილიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები