ლესბოსური სიყვარულის მიზეზები

ერთნაირსქესიანი წყვილები დღეს გასაკვირი აღარაა. არაერთმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა აღიარა თავის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ.
„სექსი დიდ ქალაქში”-ს ვარსკვლავი სინტია ნიქსონი, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ეწევა პარტნიორ ქალბატონთან, ქრისტინ მარიონთან. ზრდიან ორ შვილს, რომელიც სინტიას ინგლისელი პროფესორის, დენი მოზესისთან ქორწინებიდან ჰყავს.
ლინდსი ლოჰანი არაერთხელ გამოტყდა, რომ ლესბოსელია. საქმითაც დაამტკიცა – კიდევ ერთ ჰოლივუდელ ლესბოსელთან, სამანტა რონსონთან რომანი ჰქონდა.
თავად ექვსი შვილის დედას, ანჯელინა ჯოლისაც გამოუცდია ფიზიკური ურთიერთობა გოგონებთან. მის მეგობარ გოგონებს შორის იყო ჰოლივუდში ცნობილი ლესბოსელი, ჯენი შიმიცუ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ „ენჯის” მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტანი აქვს.
რა არის ერთნაირსქესიანი სიყვარულის მიზეზი? უბრალოდ მოდის ტენდენცია, ერთგვარი სექსუალური მრავალფეროვნება თუ დაავადება? ლესბოსელებად იბადებიან თუ ასეთები შემდგომ ხდებიან?
მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ ნამდვილი, თანდაყოლილი ჰომოსექსუალიზმი ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ადამიანები, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით იბადებიან, მსოფლიო მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ.

ჰომოსექსუალები ისევე იშვიათად იბადებიან, როგორც სიამის ტყუპები.
მაშინ, საიდან „გაჩნდნენ” ამდენი ჰომოსექსუალები? ჯერ მხოლოდ შოუ-ბიზნესში არატრადიციული ორიენტაციის ბუმია, მათ რიცხვს ჯოდი ფოსტერი და მეგან ფოქსიც უერთდებიან.
რატომ იცვლიან ორიენტაციას არაჰომოსექსუალად დაბადებული ადამიანები?
ფსიქოლოგები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:
1 – მედიის პროპაგანდა:
საზოგადოება ბაძავს იმას, რასაც ხედავს. გავიხსენოთ ჯგუფი „ტატუ”, ბრიტნი სპირსისა და მადონას საჯარო კოცნა, ელტონ ჯონი, ასევე, ფილმები, რომლებიც ჰომოსექსუალებზეა გადაღებული. ცალკე თემაა, რატომ ბაძავენ ცუდ მაგალითს.
2- ცნობისმოყვარეობა:
ადამიანები, რომლებიც სექსუალური ექპერიმენტების მოყვარულნი არიან, რათა დარწმუნდნენ, რომ „ცხოვებაში ყველაფერი გამოსცადეს”.
3 – იმედგაცრუება საპირისპირო სქესთან ურთიერთობის შემდეგ, ფსიქოლოგიური ტრავმები, უნდობლობა და მტრული განწყობა საპირსიპირო სქესის მიმართ:
გოგონებს, მათი გაგება მხოლოდ სუსტ სქესს შეუძლია და მათთან ურთიერთობით არ ექნებათ ის პრობლემები, რაც მამაკაცებთან ჰქონდათ.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები