ეცადეთ გაიმარჯვოთ საკუთარ თავთან – ბუდას გაკვეთილები

ბუდა – სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული” – ის არის ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს – ნირვანას. ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰარტა გაუტმანს, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.

ის ძალიან ცნობილია თავისი ცხოვრებისეული სწავლების მეთოდით, რომელსაც მსოფლიო თითქმის ყველა რელიგია აღიარებს. მისი გაკვეთილები უნივერსალური და მუდმივია. მათი გაცნობა საინტერესოა გონებისათვის და ამავსროულად ძალიან სასარგებლოა – სულისათვის. გთავაზობთ რამდენიმე მათთაგანს:
მცირედით დაწყება – ეს ნორმალურია. სურა ნელ-ნელა, წვეთობით ივსება. ყველა ოსტატი თავის დროზე მოყვარული იყო. თუკი თანმიმდევრული და მომთმენი ხართ, წარმატებას მიაღწევთ. არავის შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს ერთ ღამეში: წარმატება მასთან მიდის, ვინც მზადაა, ყველაფერი მცირედიდან დაიწყოს და გულმოდგინედ იშრომოს, ვიდრე არ შეავსებს სურას.
იცხოვრეთ ჰარმონიაში – ჰარმონია შინაგანად მოდის. არ ეძებოთ გარეთ ის, რაც მხოლოდ თქვენს გულში უნდა იყოს. ჰარმონია არც ახალი სამსახურია, არც ახალი მანქანა ან ახალი ქორწინება. შინაგანი ჰარმონია არის სულის სიმშვიდე, რომელიც თქვენში იწყება.
ეცადეთ გაიგოთ – ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლა შევწყვიტეთ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიბრძვით. ჯერ სცადეთ, გაუგოთ სხვებს და მერე შეეცადეთ, რომ გაგიგონ მათ. მეორე ადამიანის თვალსაზრისის გასაგებად სრული ძალისხმევა უნდა გამოიყენოთ. მოუსმინეთ სხვებს, გაუგეთ მათ და ასე დაიმკვიდრებთ სიმშვიდეს.
ეცადეთ გაიმარჯვით საკუთარ თავთან –უმჯობესია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავთან, ვიდრე ათასი ბრძოლა მოიგოთ სხვასთან. საკუთარ თავზე გამარჯვებას ვერავინ და ვერაფერი წაგართმევთ. ამის მისაღწევად საჭიროა, ფიქრების კონტროლი. ფიქრი ტალღებივით მრისხანე არ უნდა იყოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად ხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, არ შეგვიძლია ავუკრძალოთ ჩიტს ჩვენს ზემოთ გადაფრენა, მაგრამ შევძლებთ აღვუკვეთოთ ჩვენს თავზე ბუდის გაკეთება
იყავით მადლიერი – მოდით, ვიყოთ მადლობელი – თუ ბევრი არ გვისწავლია, ე.ი. არ დაგვიხარჯავს ბევრი დრო, ხოლო თუ დავხარჯეთ- შევინარჩუნეთ ჯანმრთელობა. თუ ავად ვართ, ჯერ ისევ ვცოცხლობთ. ნუ იქნებით იმდენად პესიმისტი, რომ ერთი წუთით, თუნდაც ჩხუბის დროს, ვერ გააცნობიეროთ 10 რამ, რის გამოც მადლობელი უნდა იყოთ. ყველას არ გაუღვიძია დღეს დილით, ზოგმა წუხელ უკანასკნელად დაიძინა. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რის გამოც ღირს მადლიერება.

დაიმახსოვრეთ! ადამიანის უდიდესი მტერი საკუთარი თავია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები