ადამიანების ცოცხლად დაწვის კადრების გავრცელება ფაქტიურად ამ ჯოჯოხეთის ურჩხულების პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობა, კოლაბორაციაა

მწერალი პაატა ქურდაძე თვლის, რომ  მედიასაშუალებების მხრიდან, ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების ვიდეოკადრების გავრცელება ერთგვარ პროპაგანდას წარმოადგენს.

“არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო, მაგრამ შეიძლება არ გიფიქრიათ ამაზე და ამიტომ მაინც ვიტყვი – ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ადამიანების ცოცხლად დაწვის კადრების გავრცელება ფაქტიურად ამ ჯოჯოხეთის ურჩხულების პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობა, კოლაბორაციაა.

ეს ორგანიზაცია მილიონებს ხარჯავს ამ კადრების გადასაღებად და გასავრცელებლად, თქვენ კი, ვინც თქვენის მხრივ ავრცელებთ მათ, თუნდაც შესაბამისი წყევლა კრულვით თქვენდაუნებურად ამ პროპაგანდის ერთერთი რგოლი ხდებით, თქვენ მათ ეხმარებით… ჩვეულებრივ ადამიანურ ეთიკაზე არაფერს ვამბობ – ადამიანების წამების უსაშინლესი კადრების ცირკივით გამოფენა, თითქოს იმის საჩვენებლად თუ რა დაუნდობლები არიან რადიკალი ისლამისტები -არ არის კარგი საქციელი – ყოველი ამ კადრის უკან ადამიანების რეალური ტრაგედიაა და არ შეიძლება მისგან თვალის სეირის გაკეთება.

საერთოდ არ არის საჭირო ყოველთვის, როდესაც გზაზე ნეხვს დაინახავთ მასში ცხვირი ჩაყოთ, იმასი დასარწმუნებლად რომ ის ნამდვილად ყარს. ასეთი კადრები ნორმალურ ქვეყნებში შეზლებისდაგვარად დაბლოკილია.”- წერს პაატა ქურდაძე.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები