ნუ იფიქრებთ ამაზე სექსის დროს

ინტიმური აქტის დროს ზოგჯერ ვერბალური ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირ შემთხვევაში დუმილი კვლავ ოქროდ ფასობს. გინდათ თუ არა, აზრები თქვენს გონებაში მაინც წარმოიქმნება და იმის მიუხედავად, გამოხატავთ თუ არა  ხმამაღლა, ურთიერთობის გაფუჭება მათ მაინც შეუძლიათ.

რაზე არ უნდა იფიქროთ ინტიმური აქტის დროს?

რა მოუვიდა ჩვენს სიყვარულს? რა თქმა უნდა, ადრე უფრო მეტი სიახლე და მეტი ენთუზიაზმი იყო თქვენს ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია, რომ წარსულს აფასებთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია. ურთიერთობის განვლილი პერიოდი ღიმილით გაიხსენეთ და არა - ცრემლებით. ,,ჩვენი სიყვარული ისეთი აღარ არის, როგორიც დასაწყისში იყო’’ - ასეთი ფიქრები, მით უმეტეს, სექსის დროს, თქვენს ურთიერთობას ნამდვილად გააფუჭებს.

ნუ იფიქრებთ სხვა ადამიანზე. არ აქვს მნიშვნელობა, ღალატობთ თუ არა მეორე ნახევარს. თქვენი ფიქრები მისი რეალურად მოხდენის ალბათობას ზრდის. ამიტომ, მთელი ყურადღება თქვენს პარტნიორს დაუთმეთ და იგივეს მიიღებთ მისგანაც.

ნუ შეადარებთ პარტნიორს სხვას. ,,ნეტა მისნაირი იყოს’’ - ასეთი აზრებით თქვენს ურთიერთობას აუცილებლად დააზარალებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წარმოიდგენთ მის ადგილას: მსახიობს, მომღერალს თუ უბრალოდ სკოლის დროინდელ შეყვარებულს. მათით აღფრთოვანებული იმიტომ ხართ, რომ ისინი უფრო იდეალურად გესახებათ. ადამიანები იმას ნაკლებად აფასებენ, რაც აქვთ.

 

,,ის გამუდმებით ჩქარობს.’’ თუ პარტნიორში რამე არ მოგწონთ, აუცილებლად პირდაპირ უთხარით. ნუ შექმნით ხელოვნურ ბარიერს თქვენი დუმილით. საძინებელი შესანიშნავი ადგილია ექსპერიმენტებისთვის. და არა მარტო საძინებელი - ზოგადად, სახლი.

,,არ ვუპასუხებ. დაე, დაიტანჯოს.’’ თუ თქვენ ერთმანეთზე ნაწყენი ხართ, სასურველია, ამან სექსუალურ ურთიერთობაზე არ იმოქმედოს. უსამართლობა იქნება თუ ,,შურს’’ ამ გზით იძიებთ. ნუ დასჯით ამ მეთოდით. ეს ორივე თქვენგან ავნებს.

,,მას აღარ ვუყვარვარ’’. ეჭვმა შეიძლება თქვენი სიყვარული მართლაც შეარყიოს. ნუთუ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენს გარდა ის სხვაზეც ფიქრობთ? განა, ეს დასაშვებია? ანუ, მისთვის სხვა ალტერნატივაც არსებობს? შესაძლოა მას სხვაზე არც უფიქრია, მაგრამ თქვენი ეჭვებით ძალით აფიქრებინებთ. ნუ შეეკითხებით ხშირად: ,,მითხარი, გიყვარვარ?’’ თავად გამოხატეთ სიყვარული, აკოცეთ დამშვიდობებისას და ისიც აუცილებლად გიპასუხებთ.

 

oxford-med.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები