უკეთესი სექსი ასაკის მატებასთან ერთად

მეტი შემოქმედებითობა, ცოტა კომუნიკაცია, გახსნილი  აზროვნება - ეს ის ფაქტორებია, რაც უკეთეს სექსს განაპირობებს. გავრცელებულია მითი რომ ასაკის მატებასთან ერთად სექსუალური შესაძლებლობები მცირდება. სინამდვილეში სექსი კიდევ უფრო სასიამოვნო შეიძლება გახდეს.

აუცილებელია რომ მშვიდად იყოთ. თუ მეტისმეტად დაძაბული ხართ, ურთიერთობისგანაც სიამოვნებას ვერ მიიღებთ. ეს თქვენს პარტნიორზეც აისახება. ცოტა მეტად მიეცით თავს უფლება სექსში ექსპერიმენტებს მიმართოთ. რაც უფრო დიდხანს ხართ პარტნიორთან, მით უფრო უკეთ იცნობთ მას და მეტი შანსია რომ ორივე თქვენგანმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

ისაუბრეთ თქვენი სხეულის ცვლილებებზე. კომუნიკაცია და საუბარი კარგი სექსუალური ურთიერთობებისთვის აუცილებელია. ისაუბრეთ სექსის დროს და მის შემდეგაც. საუბარი ხშირად ლიბიდოს ზრდის.

გამოსცადეთ ახალი პოზები და სათამაშოები. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც აღგაგზნებთ.  კარგი სექსისთვის პრელუდიის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია. მოეფერეთ პარტნიორს სხეულის იმ ნაწილებზე, რომელბიც სექსში უშუალო მონაწილეობას არ იღებს. ეს მას თავს უფრო სასურველად აგრძნობინებს.

თუ პარტნიორი საკმარისად არ სველდება, გამოიყენეთ ლუბრიკანტი. სიამოვნების მიღება ასე გაცილებით გაგიადვილდებათ.

დარჩით ჯანმრთელი! თქვენი სხეული დროთა განმავლობაში იცვლება. შეეცადეთ რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ კარგი კვებით და ფიზიკური ვარჯიშით. დაიცავით სწორი დიეტა და მიყევით პროფესიონალების რჩევებს. ჯანრმთელობის გაუარესება, ცხადია, სექსზეც უარყოფითად იმოქმედებს.

 

მოიშორეთ ყველანაირი უარყოფითი ფიქრები სექსის დროს.ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით. ნაკლები თავდაჯერება განტვირთვაში ხელს შეგიშლით. თუ თავისუფლად ყოფნაში ხელს გიშლით სარკე, შუქი ან  სხვა ნებისმიერი რამ მოიშორეთ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა. წლების განმავლობაში პარტნიორებს შორის ნდობა. თქვენი გამოცდილების და ცოდნის ზრდა საპირისპირო სქესის შესახებ, თქვენს შესაძლებლობებსაც ზრდის.

 

oxford-med.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები