ქორწინებისთვის შესაფერისი კვირის დღეები

ყველა მოვლენას აქვს კონკრეტული საწყისი დრო და ამ დროის შესაბამისად თავისი ჰოროსკოპი: დაიბადა ადამიანი, დაარსდა კომპანია, აშენდა სახლი, დაქორწინდა წყვილი და ა.შ.
განვითარებულ ქვეყნებში ასტროლოგიას იყენებენ, რათა მათი ჩანაფიქრი წარმატებული იყოს.

ახლა გვინდა შევეხოთ ქართულ ტრადიციას, რომელიც ქორწინების დღეებს და კონკრეტულად შაბათს ეხება.

კვირის თითოეულ დღეს თავისი მმართველი პლანეტა ჰყავს:

  • ორშაბათს – მთვარე;
  • სამშაბათს – მარსი;
  • ოთხშაბათს – მერკური;
  • ხუთშაბათს – იუპიტერი;
  • პარასკევს – ვენერა;
  • შაბათს – სატურნი;
  • კვირს – მზე.

საქართველოში ქორწინება მიღებულია შაბათს, ანუ სატურნის დღეს. სატურნი ეს არის დამსჯელი პლანეტა, სირთულეების და დაბრკოლებების მომტანი. მას ეძახიან დიდ მასწავლებელსაც, რომელიც ცხოვრებას სირთულეებით გვასწავლის. ის ქორწინებისთვის საკმაოდ ბოროტი და ზიანის მომტანი პლანეტაა.
ისედაც რთულ ცხოვრებას უფრო მეტად ნუ გაირთულებთ და ეცადეთ ქორწინება პარასკევს დაამთხვიოთ. პარასკევს მართავს ვენერა, ხოლო ვენერა განაგებს სიყვარულს, ჰარმონიას, გრძნობებს,ხელოვნებას, რომანტიკას, ლტოლვას. ეს ასევე ბედნიერების პლანეტაა.

ქორწინება ასევე პოზიტიურია კვირას, რომელსაც მზე მართავს. მზე კი განაგებს სიცოცხლის, ახლის დაწყებას, სიმრავლეს, სიუხვეს, ჯანმრთელობას.

ორშაბათი მთვარის დღეა და ასტროლოგიაში მთვარე განასახიერებს ოჯახს, დედას, ზრუნვას, გამრავლებას,ოჯახურ სიმყუდროვეს, დაცვას, მოვლას.

კარგია ხუთშაბათიც – იუპიტერის დღე. ესაა დიდი ბედნიერების, სიხარულის, ბარაქის, წარმატების, გაძლიერების, ექსპანსიის, ოპტიმიზმის, ცოდნის მომტანი პლანეტა და ეს დღეც შესაბამისად, ბევრად უფრო პოზიტიურია ვიდრე შაბათი.

ქორწინება რეკომენდებული არაა სამშაბათს, შაბათს და ოთხშაბათს.

გააკეთეთ სწორი არჩევანი და დაე, სიყვარული ყოფილიყოს მარად თქვენი თანამგზავრი!

ავტორი: თორნიკე ბიძინაშვილი

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები