მზე და მთვარე- პირად და სოციალურ ცხოვრებაში

რას სიმბოლიზირებს მზე და მთვარე ადამიანის სოციალურ და პირად ცხოვრებაში?

ჰოროსკოპში მზე განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალურობას, მის უცვლელ ნაწილს, მთვარე კი აღწერს ადამიანის გარშემო ზოგად სიტუაციას, მის საზოგადოებრივ ცხოვრებას დიდ ან პატარა (ოჯახი) კოლექტივებში.
მთვარე გვიყვება ადამიანის ყოფიერებით პრობლემებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ყოველდღიური ურთიერთობის წრეზე, ჯამრთელობის და ბავშვების აღზრდის საკითხებზე და ა.შ.
მზე კი არის ადამიანის სულის სიმბოლო. მზე არის ის ნაწილი ადამიანში, რომელიც დროში პრაქტიკულად არ იცვლება, ეს არის ადამიანის თავისებური გენოტიპი. იდეალში მზე არის სულიერების თესლი, ჭეშმარიტი „მე“, რომელმაც იცის საით უნდა ისწრაფოდეს ევოლუციის გზაზე, ეს არის დაბადებულის მისია, განსხვავებით მთვარესგან (პიროვნებისგან), რომელიც მუშაობს ძირითადათ ყოველდღიურობის დონეზე.
მზე არის საკუთარი, შემოქმედებითი, რეალური ბუნება, თანდაყოლილი ტემპერამენტი.მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში, მზის არსი ეფლობა მთვარის რეაქციების სქელ ფენაში, მექანიკურ ჩვევებში, ქცევის სტერეიტიპებში. და რაც უფრო მეტად ორიენტირებულია ადამიანი მასიურ კულტურაზე, რომელიც ხასიათთება მთვარის არქიტიპით, მით ეს „ქურქი“ უფრო მძიმეა. მით უფრო უჭირს ინდივიდუალურობას ამ სქელი შეძენილი ფენის გარღვევა.
მთვარე ასევე აღწერს იმ „საციალურ სახეს“ რომელიც გააჩნია ადამიანს საზოგადოების თვალსაზრისით.
მთვარე სწრაფად იცვლის თავის სახეს ცაში , კარგად ურიგდება ცვალებად პირობებს , და ამიტომ კარგად აღიქვამს, ცხოვრების პროცესში კარგად სწავლობს. გარდა იმისა რადიკსში თავისი მდგომარეობით მოგივთხრობს როგორი აღზრდა მიიღო ადამიანმა ბავშვობაში.
როგორც წესი ეს არის დედის ქცევის სტერეოტიპი, რომელსაც იმახსოვრებს ბავშვი და ანალოგიურ სიტუაციებში ახდენს ზუსტ კოპირებას..( თუ ბავშვს ზრდის მამა, ის აიღებს მამის ქმედებს).
მთვარე ანათებს მზისაგან ანარეკლი შუქით, ანუ თავისი არ გააჩნია, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას ხშირად არ გააჩნია საკუთარი აზრი. მისი აზრი- საზოგადოებრივი აზრია.
ყურადღებიან დამკვირვებელს მთვარე მოუყვება კონკრეტული პირის საცხოვრებელ პირობებზე, მისი ბედის ცვალებადობაზე და იმ ამოცანებზე, რომელიც დგას ადამიანის წინაშე საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მთვარის მაღალი ადაპტაბელურობა ეხმარება ადამიანს მოერგოს ახალი ცხოვრების პირობებს, მაგალითად, როდესაც ის სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.
მზე არასოდეს ერგება გარემოს. ის ცდილობს შეცვალოს და მოარგოს გარემო თავის პირობებს, ეს პირობები კი საკმაოდ მკაცრია.
მთვარე ასევე ავტომატური არსებობაა ყოველდღიური ჩვევების დონეზე , როდესაც ცხოვრება მიედინება on დიდი ხნის წინ დამკვიდრებული განრიგის მიხედვიდ, მშვიდად, ზომიერად, ნელა და ზოგიერთ შემთხვევაში კი მოსაწყენათაც. ადამიანი არ ავლენც თავის განუმეორებელ ინდივიდუალურობას, ანუ მასში ქრება მზის შემოქმედების პრინციპი.
მაშინ იკარგება ცხოვრების ინტერესი, და ის იქცევა ნებაყოფლობით ნახევარრობოტად, რომელიც ასრულებს სოციალურ და ოჯახის ფუნქციებს და სხვას არაფერს.
მთვარე ეს კარგად აითვისებული ხელოვნური ნიღაბია, რომელსაც ადამიანი იკეთებს დილით, სამსახურის წინ, და იხსნის მხოლოდ საღამოს, მეგობრების და ახლობლების ვიწრო წრეში, რომელთანაც მას შეუძლია გაიხსნას და აჩვენოს თავისი ნამდვილი სახე (მზე).
მთვარე ჰოროსკოპიში კარგად აღწერს ინდივიდის ბედს ზოგადად, რეალობას მის გარშემო, მის გარემოცვას, საზოგადოებრივ აზრს მასზე, და რა როლში სურს საზოგადოებას ნახოს ეს პირი.
მთვარის ნიშანი აკონკრეტებს ამ ადამიანის საქმიანობას საზოგადოებაში, აჩვენებს სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც ადამიანი იქნება ყველაზე საჭირო საზოგადოებისთვის და აღწერს მის სოციალურ პირობებს.
მაგალითად, როცა მთვარე არის ვერძში, საზოგადოებითვის ეს ადამიანი არის თვალსაჩინო და სხვებისგან განსხვავებული, კოლექტივში ხშირად თამაშობს ლიდერის,პიონერის, ან… მასხარის როლს .
მისი პირადი ცხოვრება ადვილი არ იქნება, ავსე იქნება შეხვედრებით და დაშორებებით სავსე. მას ცხოვრებაში მოუწევს ბრძოლა ვინმეს ან რამის წინააღმდეგ ან პირიქით დასაცავად.საზოგადოებაში მას კარგად გამოსდის მენეჯერის როლი, რომელსაც კოლექტივი იყენებს გაუთვალისწინებელ გარემოში.

როცა მთვარე სასწორშია, ყველაზე სასურველი სოციალური როლი ამ პირისთვის არის შუამდგომლობა, კონტაქტები და ურთიერთქმედება სხვა და სხვა ადამიანებთან, ახალი ცოდნის გავრცელება. ის სიამოვნებით შეარულებს მოსამართლის და კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტის როლს.
საზოგადოებაში ის იქნება შემრიგებელი და ჩხუბის თავი, პაიქრობა და ბრძოლა, მაგრამ, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვანია რომ მარტოობა მისთვის არ არის.
გუნდში ეს ადამიანი სამართლიანობისათვის დაუღალავი მებრძოლია. ის პირად შეურაცხყოფად აღიქვამს უსინდისობის და მოტყუების მანიფესტაციას.
როცა მთვარე მშვილდოსანშია ეს ადამიანი საზოგადოებას დასჭირდება პოპულარული კულტურის, იდეოლოგიისა და უმაღლესი განათლების ველიში.
ზოგადად ბედი კეთილგანწყობილი იქნება მის მიმართ. საზოგადოებისთვის კი ის იქნება ფასეული კადრი კარგი პერსპექტივით. სხვები მოუსმენენ მის აზრს მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით, ასე რომ მისთვის ადვილი იქნება სხვას უკარნახოს პირობები და ასწავლოს. ნაკლოვანება ასეთი მთვარის შეიძლება იყოს გარკვეული გაფანტულობა და მეტის დაპირება, ვიდრე შეუძლია გააკეთოს.
თევზების მთვარის მფლობელს მოუწევს არჩევა სიამოვნებასა და ტანჯვას შორის.
ასევე, უნდა გააცნობიეროს რომ საზოგადოებაში წინა პლანზე გამოსვლა არასასურველია , ეს არ არის მისი ბედი, და უმჯობესია კულისებში დარჩენა.
საზოგადოება არ განიცდის მას მიმართ ძლიერ საჭიროებას, და თუ ძალიან გაეჩხირება თვალში საზოგადოება სიამოვნებით გაუშვებს სადმე შორს. არჩევანი დიდია, მონასტრიდან დაწყებული ფსიქიატრიული საავადმყოფოთი დამთავრებული. ჩვენ საზოგადოებას ყავს ასეთი თვალნათელი მაგალითი- ოქრუაშვილი. კარგი თვისებებიდან უნდა ავღნიშნოთ ფანტასტიური შემგუებლობა ნებისმიერი კოლექტივისადმი, უნარი მოერგოს მას და გახდეს ფარული მრჩეველი(ან პროვოკატორი).

მზე – ყოველთვის მიზნები და მისწრაფებებია.
გარე ცხოვრებაში მზის ნიშანი გვიჩვენებს ძირითად დარტყმის მიმართულებას, ნების გამოყენების ადგილს, იმ ადგილის, სადაც ადამიანს მოუწევს იყოს უდრეკი, ლიდერი და ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.

მზე მოგვითხრობს საქმიანობის იმ სფეროზე, სადაც ადამიანი გამოჩნდება და გამოანათებს.
მზის ნიშანი ასევე აღწერს თავის წამოწყებებში რა მანერით აღწევს წარმატებას ადამიანი და რა თამაშები ურჩევნია ეთამაშოს საზოგადოებას და გარემოს.

მზე ვერძში– თამაშები იქნება სარისკო, მორიელიში – სასტიკი, ტყუპებიში – ინტელექტუალური, თევზებიში – საიდუმლო.

მზე თითქოს ნათელს ფენს ჰოროსკოპის იმ ადგილს, სადაც მდებარეობს და შესაბამისად, ადამიანს აქ შეუძლია გახდეს შესამჩნევი, გამოირჩეს გარემოსგან და მიიქციოს ყურადღება.

აქ მას შეუძლია აიღოს თავის თავზე გმირის როლი, იყოს სოლისტი.
ზუსტად აქ გამოიჩენს ადამიანი გარკვეულ შეპყრობილობას და ინიციატივას. ამ სფეროში იქნება სერიოზული და პასუხისმგებელი, ექნება ტკივილის მოთმენის უნარი და არაფერის შეეშინდება.
როცა ადამიანი ხვდება იმ ადგილას, სადაც აქტიურადება მისი მზე, ის იძენს ერთგვარ ქარიზმას, მას თითქოს თავის გარშემო უჩნდება ნიმბი და ის იძენს შემოქმედის, ჯარისკაცის, უფროსის ან მოთამაშის თვისებებს. ეს დამოკიდებულია მთავარი მნათობის ადგილმდებარეობაზე ჰოროსკოპში.

მზის დისლოკაციის ადგილას რუქაში ადამიანი შეიძლება გახდეს კერპი კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისთვის, შუქურა ან ლოკომოტივი, რომელიც წინ მიუძღვის თავის მიმდევრებს.აქ მას უფრო მეტად, ვიდრე სადმე სხვაგან, გაუმართლებს და აქ მას ელოდება მისი ცხოვრების მთავარი პრიზი.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოტენციური ძალის ადგილი, სადაც იგი მზად არის სერიოზულად გარისკოს და გამოიჩინოს უგუნური ავანტიურიზმი. აქ ადამიანი გამოიჩენს საჯიუტეს და მოუთმენლობას, ზუსტად აქედან მოდის ის სხივი, რომლის საშუალებით გამარჯვებულს შეუძლია ასვლა კვარცხლბეკზე .

შიდა ცხოვრებაში მზის ნიშანი აღწერს თვითშემეცნების, ნამდვილი “მე-ს” და გარემოში საკუთარი როლის ძიების ინდივიდუალურ გზას, სხვა სიტყვებით, თავისი დაბადების მისიას.
მზის ნიშანი აღწერს იმ „გმირობას“, რომელიც აახლოვებს ადამიანს საკუთარ არსთან, როგორც ჰერაკლეს 12 გმირობა- ყოველი ნიშნისათვის თავისი გმირობა.

მზე კუროში– გზა საკუთარ თავთან იქნება ხანგრძლივი და რთული, ვინაიდან მიწის სტიქიაა. უნდა გადახნას დიდი ფართობები რათა იპოვოს საკუთარი უნიკალური ინდივიდუალურობის მარცვლები და გამოადნოს მათგან ჭეშმარიტი “მე-ს” სიმბოლო. სხვა სიტყვებით, რასაც ადამიანი ეძებს “საკუთრ თავში” ღრმად და საიმედოდ დაცულია.

მზე ლომში– ადამიანის შინაგანი არსის სიმბოლო ძევს ზედაპირულად და გზა მასკენ არც ისე რთულია. სხვა საქმეა, რომ ადამიანი ამ სიმბოლოს უვლის გვერდზე ყოველდღე მაგრამ ვერ ამჩნევს. ეს ხდება, როდესაც სასურველი ნივთი პირდაპირ თვალწინ დევს, მაგრამ ის ვერ ხედავს მას. ის ყველას ეკითხება, სად არის ეს ნივთი, და სხვები მიუთითებენ მის ადგილმდებარეობაზე, ადამიანი კი გაკვირვებული ამბობს: “როგორი სასწაულია, ათასჯერ შევხედე და ვერ დავინახე“. უბრალოდ მზით ლომმა უფრო ხშირად უნდა მოუსმინოს სხვის მოსაზრებებას და ისწავლოს იყოს ყურადღებიანი არა მხოლოდ საკუთარი პერსონის მიმართ.

როცა მზე კირჩხიბშია გზა ჭეშმარიტი “მე”-სკენ არ არის იქ, სადაც ადამიანი მას ეძებს. უცნაურია ეძებო ცხელი მზე ცივ წყალში. იდეაში, ის იქ არ შეიძლება იყოს. მაგრამ სასწაულები ხდება უფრო ხშირად ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ამ ვარიანტში, საკუთარი უნიკალურობის შემეცნება მოდის ეგოიზმთან ბრძოლაში, სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობაში და ზრუნვაში. მან უნდა მისცეს თავისი გული სხვებს, და ამისთვის უნდა გახსნას საკუთარი გული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჯერ საკუთრი თავისთვის, ხოლო შემდეგ ყველა დანარჩენისთვის, ამას კი კირჩხიბის მზე ვერ იტანს- მისი ნაზი გული დამალულია ყველასათვის.

ნებისმიერ ჰოროსკოპში მზე ყოველთვის მთავარი მოქმედი გმირია, რომელიც პასუხობს კითხვაზე ვინ ან რა. მზემ შეიძლება აღწეროს ცხოვრების აზრი, ადამიანის არსი, ძირითადი საგანი ან ჰოროსკოპის ძირითადი გარემოებები.
ეს არის საფუძველი, რომლის გარშემო ვაშენებთ ყველა სხვა მახასიათებლებს.

ისევე როგორც ცაზე ყველა პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო, ასევე ჰოროსკოპში: ნებისმიერი ინტერპრეტაცია იწყება მზიდან.
შემდეგ შეგვიძლია აქედან ვიცეკვოთ, ავღწეროთ გარე პირობები და რეალობა (მთვარე), ოღონდ მზესთან მიმართებაში.

ადამიანის აზროვნებას აღწერს მერკური. მის რესურსებს, პრიორიტეტებს და ფასეულობის სისტემას- ვენერა, მის ქმედებას მარსი და ა.შ. მაგრამ დღეს ვსაუბრობთ მზე და მთვარეზე, ამიტომ ამ პლანეტებზე ეხლა ვერ გავჩერდებით.

შინაგან ცხოვრებაში მზე ადამიანისთვის წარმოადგენს სიცოცხლის (განსხეულების) აზრის ძიებას, საკუთარი მისიის ძიებას, პასუხების ძიებას ასეთ რთულ კითხვებზე, როგორიც არის ” ვინ ვარ მე? “, ” რატომ ვარ მე აქ? “, დიდი ანგარიშით რა უნდა გავაკეთო? “.

ჰოროსკოპში მზე მოგვითხრობს ადამიანის განზრახვებზე იმ სფეროში, სადაც მას სურს იყოს ყურადღების ცენტრში და შეუძლია გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე.
აქვე, ცხოვრების მანძილზე, მას დასჭირდება ნების გამოიყენება და აქ მას ეძლევა გარკვეული ძალა.
ეს არის ის ფილოსოფიური ქვა, რომელსაც ყოველთვის ეძებენ მოუსვენარი და საბოლოო შედეგით ყოველთვის უკმაყოფილო ადამიანები.

ყოველდღიურ დონეზე მზე ასახავს ადამიანის ცნობიერებას, იმას, ვითაც მიაჩნია საკუთარი თავი, მისი გრძელვადიანი გეგმები და ცხოვრების მიზნები.
გლობალური მაშტაბით, მზე მაქსიმალისტია და არ უყვარს არასრული და ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. მზის კაშკაშა გამოვლინება- ეს ყოველთვის სიცოცხლის სურვილია, რათა მოიტანოს სარგებელი და იყოს შესამჩნევი და უნიკალური.

მზის ძალა ეს- არის განმათავისუფლებელი და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამაფართოებელი ძალა, განსხვავებით მთვარისგან, რომელიც აბავს ადამიანს ტრადიციებს, საზოგადოებრივ აზრს და პოპულარული კულტურას.

მთვარე შინაგან ცხოვრებაში პასუხისმგებელია არსებობის ბიოლოგიურ პროგრამზე, გვარის გაგრძელებაზე და გადარჩენაზე, ანუ ცხოვრების შენარჩუნების, კვების, გამრავლების, ძალების აღდგენის(დასვენების), მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროგრამებზე.
ის, როგორც წესი, პასუხობს უბრალო კითხვებს:“ რა მინდა“ ან „რითი არ ვარ კმაყოფილი“, ურჩევნია ორიენტირებული იყოს “ნაცნობზე” და, შესაბამისად, უსაფრთხოზე.

მთვარე პასუხისმგებელია სხვა და სხვა სახის კომპლექსებზე, შიშებზე და ფობიებზე ადამიანში, როგორც შეძენილზე, ასევე თანდაყოლილზე.

მთვარის ძირითადი ნაკლია ის, რომ ის სერიოზულად ამახინჯებს რეალობას და ეს დამახინჯებული რეალობა შეაქვს ადამიანის გონებაში. ის ხშირად “ხედავს” იმას, რაც რეალურად არ არსებობს და მას მხოლოდ ეჩვენება.ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას შეუძლია სასულველი დაინახოს როგოც რეალური. გარდა ამისა, მთვარის ნაკლი არის სიზარმაცე, ინერცია, ზედმეტი მგრძნობიარობა, რასაც კატეგორიულად ვერ იტანს მზის ტიპი.

მზის უსიამოვნო თვისებებიდან გამოიყოფა პირდაპირულობა, გარდამავალი თავხედობაში, რომელიც ძალიან აღიზიანებს გარემოს.
გეჩვენება, რომ ასეთი ადამიანი არასოდეს არ განიცდის შიშს ან გაურკვევლობას. მაგრამ ეს ასე არ არის, მასაც აქვს მომენტები, როცა არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, ეშინია ან უმწეო ხდება.
ასეთ მომენტებში მას ეჩვენება, რომ არ შეუძლია გავლნის მოხდენა სიტუაციაზე, მეტსაც ვიტყვი- შესაძლებელ სუიციდზე იფიქროს. ასეთ მომენტებში ის სრულად ივსება ფატალურობის იდეით. მაგრამ მძიმე პერიოდი გადის და „მზის“ ტიპი, თითქოს არაფერი მომხდარა, უბრუნდება ცხოვრების ძველ ხედვას.

ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები