გურამ მესტვირიშვილის წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებში

ქართველმა მებრძოლმა გურამ მესტვირიშვილმა, რომელიც აშშ-ში ასპარეზობს UFC-ის ეგიდით მორიგი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა.

მესტვირიშვილომა, რომელსაც “კრეტოს” მეტსახელით იცნობენ, ამერიკელ დანიელ ბრანჩს დაუპირისპირდა და მეტოქე 1 წუთში დაამარცხა, რის შემდეგაც საქართველოს დროშა აღმართა.

„ველოდებოდი რომ მეორე რაუნდში მაინც მოვახერხებდი მეტოქის დანოკაუტებას, მაგრამ პირველივე რაუნდში მივახერხე, ჩემი მეტოქე საკმაოდ ძლიერია და წონით ჩემზე გაცილებით დიდია, თუმცა შეცდომა დაუშვა და ამითვისარგებლე, ვიცოდი რომ ბრძლოლას ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც უყურებდნენ, განსაკუთრებით კი საქართველოში და ამიტომ მე არ მქონდა წაგების უფლება და ქართული დროშის ასაფრიალებლად ყველაფერი გავაკეთე“ – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა.

გურამ მესტვირიშვილი აშშ-ში კვლუბ „სერალენგოს“ სახელით გამოდის და მისი მწვრთნელი ცნობილი რეი ლონგოა, რომელმაც ბრძოლის შემდეგ ასევე გააკეთა ქართველი სპორტსმენის შესახებ კომენტარი: „გურამს დიდი პოტენციალი აქვს და თუ ასეთი შემართებით გააგრძელა, მალე UFC – ს ტალღასავით გადაუვლის“

მორიგ ბრძოლას მესტვირიშვილი 18 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები