ქართული ფილმი “ანას ცხოვრება” სტამბულში ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” სტამბულში, საერთაშორისო კინოფესტივალზეCrime and Punishment ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. სულ ახლახანს “ანას ცხოვრება” სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Край света” 2 პრიზის მფლობელი გახდა. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძე კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

ფილმი ასევე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award. ამჟამად კი “ანას ცხოვრება” ქაიროს A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაშია მიწვეული.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები