ხელოვნური აბედი (ვიდეო)

ცეცხლის დანთება ნებისმიერ პირობებში იმდენად მნიშნველოვანი უნარია რომ მსურს კიდევ ერთი ეპიზოდი დავუთმო ამ თემას და გაგაცნოთ სხვადასხვა სახის ხელოვნური აბედი. აბედი ესაა უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კოცონის დანთებისას, მისი ფუნქციაა უმცირესი ნაპერწკლითაც კი აალდეს და უფრო მოზრდილი ფიჩხები აანთოს. მართალია ტყე მრავალ ბუნებრივ მასალას გვთავაზობს, რომელთაც ეს თვისებები აქვს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც ზურგჩანთაში მეგულება ისეთი ინდუსტრიული საშუალება რომლითაც გარანტირებულად მექნება ცეცხლი თუნდაც ქარიანი და წვიმიანი სალაშქრო დღის ბოლოსაც კი.

მშრალი ნავთი – მსუბუქი და იაფიანი აბედი, თუკი დავფხვნით ინთება ნაპერწკლითაც, იწვის შესაშურად, ხელმისაწვდომია აქვე, ასე რომ არ გვჭირდება უცხოეთიდან გამოწერა. ერთი შეკვრა გვეყოფა რადენიმე სეზონი, ფასი მხოლოდ 5 ლარი.

“Wet Fire” – ინტერნეტში ფართოდ გაპიარებული ვარიანტი, აცხადებენ რომ იწვის წყალშიც კი, შეკვრაში 8 ცალი ინდივიდუალურად დალუქული კუბია, რომლის გამოწერაც 7.9$ დაგიჯდებათ.

ქოგლანის ცეცხლის კრემი – მეტალის 106 გრამიან წიუბიკის შეფუთვაში, ფასი 6.79$, იწვის ძლიერი, თუმცა ჭვარტლიანი ალით

ვაზელინ-ბამბის ბურთები – ვამზადებთ ჩვენ თვითონ სახლის პირობებში, ცალკე ეპიზოდს მივუძღვნი თუ როგორ უნდა გააკეთოთ დამოუკიდებლად, უიაფესი, საიმედო და ძლიერი საშუალება.

ეზბიტის კუბი – მისი პირველადი დანიშნულება წყლის ადუღებაა, თუმცა რათქმაუნდა შეგვიძლია ცეცხლის დასანთებადაც გამოყენება. ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ ცალკე ეპიზოდი.

ვინაიდან აბედი უმარტივესად უნდა ენთებოდეს, ვცადოთ მათი აალება ფეროღეროს გამოყენებით. ამისთვის კუბები ოდნავ უნდა დავაქუცმაცოთ ხოლო ვაზელინის ბურთები გავწეწოთ. როგორც ხედავთ ამ მეთოდით ანთებას თავი ყველა პრეტენდენტმა კარგად გაართვა, ასევე ვერ დავუწუნებთ ალის სიმხურვალეს და ხანგრძლივობას. ეხლა ვნახოთ წყლიან ტესტს როგორ გაუძლებენ, დავასველოთ თითოეული მათგანი, შეძლებისდაგვარად გავწუროთ და ხელახლა ვცადოთ დანთება. სასიხარულოა რომ ამ გამოცდასაც გაართვეს თავი, სწორედ ამიტომაა ეს ხელოვნური საშუალებები საიმედო.

ჩემი დასკვნა შემდეგია, “wet fire” უაზროდ ძვირი, კოგლანის კრემი – მოუხერხებელი და მძიმე შეფუთვა, საწვავი კუბები ძვირი და მძიმე, სწორედ ამიტომ დატესტილი ხელოვნური აბედებიდან ჩემს ცეცხლის საკუთვნოში მოიპოვება ვაზელინის ბურთები და მშრალი ნავთი, რათქმაუნდა ორივე მათგანი მოთავსებული წყალგაუმტარ კონტეინერში, ისინი წარმოადგენს იაფიან და მუშა ალტერნატივას. რჩევის სახით კი გეტყვით რომ კარგი იქნება თუ მუდამ ჩანთაში გეგდებათ თუნდაც ერთი სახეობის ხელოვნური აბედი უკიდურესაც ცუდ ამინდში ცეცხლის დანთებისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები