ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიანი წყვილები

რა ჯობია კარგ ჰოლივუდურ სიყვარულის ისტორიას? ჩვენ ხომ ყველაფერი გვაინტერესებს, როდის, სად, როგორ დაიწყო წყვილის ურთიერთობა, რა სიახლეებია მათს ცხოვრებაში, რამდენი შვილის ყოლას აპირებენ და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი მათი პირადი ცხოვრებიდან. რა გასაკვირია, რომ დაკვირვების ერთ-ერთი საგანი წყვილების ჩაცმულობაც გახლავთ.

გთავაზობთ ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიან წყვილებს:

 

  1. ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

2012 წელს ჯესიკა ბილის საქორწინო კაბამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველაზე გემოვნებიან პატარძალთა ათეულშიც მოხვდა. თუმცა, ამ წყვილში ჯასტინი თავისი სტილით და გემოვნებით, უდავოდ,  გამორჩეულია.

rs_634x1024-131111180412-634.biel-timberlake.cm.111113

  1. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

რა იქნებოდა სტატია ჰოლივუდის გემოვნებიან წყვილთა შესახებ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვარსკვლავური დუეტის გარეშე. ისინი სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან ყველანაირი თვალსაზრისით. 2014 წლის British Academy Film Awards-ზე მათი ჩაცმულობა, კი ამის ერთ-ერთი დასტურია.

brad-pitt-and-angelina-jolie

 

  1. ემა სთოუნი და ენრიუ გარფილდი

ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ორივე მათგანი ყოველთვის ხვდება ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავთა სიაში. თუმცა მათი ერთად გამოჩენისას შეგრძნებები მძაფრდება, მათი ჩაცმულობა ყოველთვის იდეალურად ეხამება ერთმანეთს.

'Charles James: Beyond Fashion' Costume Institute Gala at the Metropolitan Museum of Art - Arrivals Featuring: Andrew Garfield,Emma Stone Where: New York, New York, United States When: 05 May 2014 Credit: WENN.com **Not available for publication in USA**

 

  1. დიანა კრუგერი და ჯოშუა ჯექსონი

დიანა კრუგერი ყოფილი მოდელი და არაერთი ბრენდის სახეა. მას აქვს უდიდესი გამოცდილება კარგად ჩაცმის ბიზნესში. იშვიათად თუ ნახავთ მის თავზე ერთ ღერ თმასაც კი, რომელიც თავის ადგილზე არ არის. ჯოშუა კრუგერი კი, ერთი ჩვეულებრივი ბერძენი ბიჭია, რომელიც  ვარსკვლავურ კარიერამდე შოტლანდიურ პლედს და პლისის შარვლს ატარებდა. მოწესრიგებულმა და კარგად მოვლილმა ცოლმა, ჯოშუა ახალ საფეხურზე აიყვანა, დღეს წყვილი, უდავოდ, გამოირჩევა გემოვნებით.

article-0-1EC5628E00000578-629_634x986

 

  1. Jay-Z და ბიონსე

უკანასკნელი წლების განმავლობაში Jay-Z-ს ჩაცმის სტილი უფროდაუფრო დაიხვეწა. დახეული ჯინსები და სპორტული მაისური მისი ბიზნესის წარმატების პროპორციულად კლასიკური, გამოცდილი ადამიანის ჩაცმულობით შეიჩვალა. რა შეიძლება ითქვას ბიონსეზე? სექსუალური და ელეგანტური დედოფალი ჩვეულებრივ ყოველთვის ჩრდილავს მის მეფეს, მაგრამ ერთად ისინი ბატონობენ.

NEW YORK, NY - MAY 05: The "Charles James: Beyond Fashion" Costume Institute Gala at the Metropolitan Museum of Art on May 5, 2014 in New York City. (Photo by Mike Coppola/Getty Images)

 

  1. კიმ კარდაშიანი და Kanye

ტაბლოიდების საყვარელი წყვილის განსხვავებული და ორიგინალური ჩაცმის სტილი გამუდმებით განხილვის საგანი ხდება. მას შემდეგ რაც, 2012 წელს ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური წყვილის წოდება მოიპოვეს, მათი ჩაცმულობა კიდევ უფრო დაემსგავსა ერთმანეთს. კიმის ჩვეულებრივ სექსუალური კაბები, ტყავის ჩექმები, დიდი ზომის პალტოები და ავანგარდული კოქტეილის კაბები აცვია. Kanye თავისი ჩაცმულობით კი ცდილობს, კიდევ უფრო გაუსვას ხაზი ცოლის სექსუალურობას.

78675044

 

მოამზადა: ქეთი კალანდაძემ

მსგავსი სიახლეები

კომენტარები