ჩემი ენა

ქართული ენა და დამწერლობა უნიკალურია – ქართული დამწერლობა ერთ-ერთია მსოფლიოს თოთხმეტი დამწერლობიდან, ხოლო ხუთი ათასამდე ენიდან მხოლოდ ქართული ენა იყენებს ამ დამწერლობას. უძველესი ქართული აღმოჩენილი ხელნაწერი თარიღდება  I-III  ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.  ამის შემდეგ, როგორც დამწერლობა, ასევე თვით ენა განიცდიდა მკვეთრ ცვლილებებს, სანამ დღმდე მოაღწევდა ამ ფორმით. ქართული ენის ცვლილების მთავარი მიზეზია მუდმივი დამპყრობითი ომები საქართველოში. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ხან ვის მმართველობაში მოექცეოდა, ხან – ვის.  ქართველების მუდმივმა მცდელობამ შეგვენარჩუნებინა საკუთარი ენა, ვერ დააბრკოლა ახალი, უცხოური სიტყვების შემოღება და მათ მიერ ჩანაცვლებული სიტყვების ხმარებიდან აღმოფხვრა. დღესაც ჩვენ გვიკვირს, როცა აღმოვაჩენთ, თუ როგორ ჰგავს ზოგიერთი ქართული სიტყვა თურქულს ან სპარსულს. თუმცა რა არის გასაკვირი? -ყოველი ჩვენგანი ისე ანაცვლებს ქართულ სიტყვებს რუსული თუ ინგლისურით, რომ არც კი აკვირდება. გულდასაწყვეტია, თუ შეიცვლება თაობების თავდადებით შენარჩუნებული ენა.

სიტყვა „მიყვარს “ – ასოცირდება ღმერთთან (ღმერთი არის სიყვარული!). „მიყვარს“ კი ინვერსიული ზმნაა, რომელშიაც სუბიექტს აქვს ობიექტის ნიშანი, ხოლო ობიექტს – სუბიექტის. აქედან  ჩანს, რომ ქართული ენა ისეთივე კომპლექსურია, როგორც თვით ერი.

ქართული ენა ქართველებისთვის ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრესი საშუალებაა. იგი ინახავს თავის ცვლილებებში საქართველოს მთელ დაპყრობით ომებს,  გადასახლებებს და, მთლიანობაში, საქართველოს ისტორიას. თუმცა ის, რომ ჩვენ დღეს ქართულად ვწერთ და ვსაუბრობთ, ასევე აიხსნება ისტორიით და ისტორიული პირების თავდადებული ბრძოლით. ქართველი მოღვაწეები, რომელებიც რუსეთის იმპერიას არ უთმობდნენ მშობლიურ ენას – ეროვნულობას, იდენტობას, შემდგომ კი – ჯგუფი დაცხრილული ხალხისა, რომელსაც სულის ერთიანობა და პატრიოტიზმი უბიძგებდა უშიშრად მოეთხოვა ქართულ ენაზე სკოლებში სწავლება,  სწორედ ისინი არიან გმირები, მათ შეინარჩუნეს საქართელო.

საქართველოს პოლიტიკურად არსებობა რა იქნებოდა მათი თავდადების გარეშე?! სულაც რომ ერთი წერტილი მსოფლიო რუკაზე, ტერიტორია გამორჩეული მხოლოდ მისი ბუნებით, რომელსაც ვერც კი აფასებს მოსახლეობა, მოსახლეობა და არა ერი, რადგან ჩვენ გვექნებოდა დაკარგული ენა, კულტურა და იდენტურობა, ყველაფერი, რაც ქმნის ერს. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, ვინ ვართ ჩვენ, ვისი სისხლი ჩქეფს ყოველ ჩვენგანში და რა ფასი აქვს ჩვენს სიცოცხლეს და ყველაფერს, რასაც ვეძახით ქართველობას. ამიტომაც მოდით, ვწეროთ ქართულად და ვილაპარაკოთ იმ ქართულით, ბარბარიზმებისა და საერთაშორისო მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე, რომლებით ანაცვლებენ ქართულ სიტყვებს, რათა ამით ვაჩვენოთ თუ როგორ ვაფასებთ თავდადებულობას, ადამიანურობას და საუკუნეების ისტორიას, შემონახულს თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ დიდრონ ენაში!

 

ნატა ხატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები