როგორი შეიძლება იყოს შენი მეორე ნახევარი?

0
19

– როგორი შეიძლება იყოს კარგი დღე?
– ისეთი, როგორიც დღეს არის…

– როგორი შეიძლება იყოს შენი მეორე ნახევარი?
– შენნაირი და შენი ანტონიმი…

– როგორი შეიძლება იყოს კარგი მუსიკა?
– ისეთი როგორიც გიყვარს…

– როგორი შეიძლება იყოს გემოვნება?
– არანაირი, მასზე არ დაობენ…

– როგორი შეიძლება იყოს ნაწერი?
– არც მასზე დაობენ, გემოვნების ამბავია…

– როგორი შეიძლება იყოს დღე უშენოდ?
– უბრალოდ უშენო…

– როგორი შეიძლება იყოს სამშობლო?
– შოკოლადზე უკეთესი…

– როგორი შეიძლება იყოს დედა?
– სხვის დედაზე უკეთესი…

– როგორი შეიძლება იყოს ზღვა?
– საუკეთესო და მასზე ნუ შემედავებით!

– როგორი შეიძლება იყოს 3 სიტყვა და 13 ასო?
– საუკეთესო მოსასმენი…
ნუ ითვლით თითებზე: მე შენ მიყვარხარ!

– როგორი შეიძლება იყოს სამოთხე?
– არავის უნახავს…

– როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი?
– მასზე არ ფიქრობენ…

– როგორი შეიძლება იყო შენ?
– იყო უბრალოდ შენ…

– როგორი შეიძლება ვიყო მე?
– უნდა გამომიცნო მე…

– როგორი შეიძლება იყოს ზღაპარი?
– „Happy End“-ური…

– როგორი შეიძლება იყოს ფილმი?
– ოსკაროსანი…

– როგორი შეიძლება იყოს ფინალი?
– ქვემოთ ფინალი…

აი, ფინალიც!

 

საკო კოჭლამაზაშვილი