40 რამ, რასაც ფულით ვერ იყიდი

0
17

ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუგონია ფრაზა ,,ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი.“  ერთი ნაწილი მას სრულიად ეთანხმება, მეორე კი ამტკიცებს: ,,Whoever said that money can’t buy happiness, didn’t know where to shop.” მართალია, საყიდლებს სიხარული მოაქვს, მაგრამ დღეს გაცილებით დიდი ბედნიერების  მომნიჭებელ ასპექტებზე ვისაუბრებ და ვერცერთ მატერიალურ ნივთს აქ  ვერ შეხვდებით.

ის, რასაც ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ძალიან გჭირდება:

  1. გულახდილი შეფასება საყვარელი ადამიანისგან
  2. ოჯახი, რომელიც მხარს გიჭერს
  3. მეგობრები, რომლებიც ყველაზე სულელურ წამოწყებაშიც კი მხარს გიბამენ
  4. საყვარელი ადამიანი
  5. გულიანი სიცილი და იუმორი
  6. სასაცილო მოგონებები სკოლიდან
  7. კვირა დილა
  8. სერიოზული საქმის დასრულების შემდეგ განცდილი კმაყოფილების გრძნობა
  9. გაღვიძებისთანავე კარგ ხასიათზე ყოფნა
  10. როცა ვიღაც გეუბნება ,,მიყვარხარ“ და იცი, რომ არ გატყუებს
  11. სითბოს გრძნობა, როდესაც იმას უყურებ, ვინც გიყვარს
  12. გაკვეთილი, რომელიც ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში მიიღე
  13. როცა გეუბნებიან, რომ შენით ამაყობენ
  14. სახლში მომზადებული კერძი
  15. ჩახუტება
  16. როცა შინ ბრუნდები და შენი ძაღლი/კატა  კარებთან გელოდება
  17. როცა აცნობიერებ, რომ ჯანმრთელი ხარ
  18. როცა გიღიმიან
  19. წვიმის ხმა
  20. დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებული აღტაცება
  21. აუზში ჩახტომა ძალიან ცხელ დღეს
  22. იმედის ქონა
  23. მოულოდნელად საყვარელი სიმღერის გაგონება
  24. ბუნებაში ხეტიალი
  25. ბუხართან ჯდომა და ამბების მოყოლა
  26. ველოსიპედის ტარება
  27. მომენტი, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ
  28. შეჯიბრში გამარჯვება
  29. სუფთა ჰაერი
  30. როცა სრულიად ახალი რამის სწავლას იწყებ
  31. როცა ცნობისმოყვარეობა გკლავს და ვერ იგებ, რა ხდება
  32. როცა არაფერს ნანობ
  33. ცეკვა
  34. როცა სხვაზე ზრუნავ და შენზე ზრუნავენ
  35. პირველი სიყვარული
  36. სრულიად უცნობი ადამიანის დახმარება
  37. პირობის შესრულება
  38. ახალგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი
  39. ნოსტალგია
  40. შვილის პირველი ნახვა

 

თინა ღურწკაია