25 საინტერესო ფაქტი საფრანგეთის შესახებ

  1. პარიზში მხოლოდ ერთ ადგილას შეხვდებით საგზაო ნიშანს STOP
  2. საფრანგეთში შესაძლებელია გარდაცვლილ ადამიანზე დაქორწინება. ამისთვის პრეზიდენტს უნდა მიმართოთ განცხადებით.
  3. ფრანგული ტოსტი ფაქტობრივად, ფრანგული არ არის. იგი ჯოზეფ ფრენჩმა მოიგონა, სახელიც აქედან  დარჩა.
  4. ლუი XIX საფრანგეთის მეფე 20 წუთის განმავლობაში იყო.
  5. პარიზის ერთ პატარა კაფეში ,,Syrah” ყავა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, თუ ,,თუ შეიძლებას“ არ იტყვით.
  6. ავტომობილის სანომრე ნიშნები პირველად საფრანგეთში შემოიღეს.
  7. საფრანგეთში კანონით იკრძალება ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა.
  8. უძველეს ხიდს პარიზში ,,ახალი ხიდი“ ჰქვია.
  9. საფრანგეთის ტერიტორიები 12 სხვადასხვა საათობრივ ზონაშია. მსოფლიოში ასეთი ანალოგი არ არსებობს.
  10. დაახლოებით 200 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე პარიზში ოფიციალურად აკრძალული იყო შარვლით სიარული. კანონი გააუქმეს იმის გამო, რომ მას არავინ ითვალისწინებდა.
  11. აფრიკაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად, ვიდრე ევროპაში.
  12. პარიზელი ტაქსისტები თითქმის 200,000 ევროს იხდიან ლიცენზიის მისაღებად.
  13. ყველა ნამდვილი შამპანური ფრანგულ ,,შანპანში“ იწარმოება. თუ სხვა ადგილასაა წარმოებული, ეს ადგილობრივი ცქრიალა ღვინოა.
  14. დღის განმავლობაში ფრანგებს 9 საათი სძინავთ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
  15. წლის განმავლობაში 80 მილიონი ტურისტით- საფრანგეთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა. შემდეგ ადგილზე ამერიკაა, 73 მილიონი ტურისტით.
  16. საფრანგეთი მსოფლიო ტერიტორიის 10%-ს მართავდა.
  17. ყოველი მეხუთე ფრანგი დეპრესიით იტანჯება.
  18. საფრანგეთის მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს მედლით აჯილდოებს ,,ბავშვების წარმატებით და ღირსეულად აღზრდისთვის“.
  19. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰიტლერი პარიზში ჩავიდა, ფრანგებმა ეიფელის კოშკის ლიფტის კაბელი ჩაჭრეს. ჰიტლერს რომ ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის ნახვა მოესურვებინა, ფეხით მოუწევდა ასვლა.
  20. პარიზის მეჩეთი დაეხმარა ებრაელებს გადარჩენილიყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. მათ მუსულმანურ პასპორტებს აძლევდნენ.
  21. 1748-72 წლებში საფრანგეთში კარტოფილის შეტანა აკრძალული იყო.
  22. იოან პირველი დაბადებამდე ხუთი თვით ადრე აკურთხეს მეფედ. დაბადების შემდეგ მან მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლა.
  23. 1814-30 წლებში საფრანგეთის დროშაზე არცერთი ფერი არ იყო თეთრის გარდა.
  24. საფრანგეთში აკრძალულია საბავშვო სილამაზის კონკურსები.
  25. პარიზის დევიზია: ,,fluctuat nec mergitur”. ლათინური ფრაზა ითარგმნება, როგორც ,,წყალშია, მაგრამ არ იძირება“.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები