,,ბარბი დედიკო“ ოპერაციების გაკეთებას კიდევ აპირებს

42 წლის ნანეტ ჰეიმონდს საზოგადოება იცნობს, როგორც ,,ბარბი დედიკოს“. ნანეტმა პლასტიკურ ოპერაციებში 500,000 დოლარი გადაიხადა და გაჩერებას არ აპირებს. როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, იგი მზადაა ისევ დაწვეს დანის ქვეშ.

,, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. როგორც მანქანას ვირგებთ, ისევე უნდა მოირგო ადამიანმა საკუთარი სხეული. ბედნიერი ადამიანები ბედნიერი ცოლები არიან.’’

ნანეტი ბარბის თოჯინებს ბავშვობიდან აგროვებდა. ის 20 წლის იყო, როდესაც პირველად გაიკეთა მკერდის ოპერაცია და ბოტოქსი. ქმართან, დეივთან და ხუთ შვილთან ერთად ,,ბარბი დედიკო“  ოჰაიოს შტატში ცხოვრობს. მისი თქმით, ოჯახის წევრები მაქსიმალურად უჭერენ მხარს და მათი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.

,,ბავშვებს გაუხარდათ, როცა ჩვენი ოჯახის ამბავი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სხვების აზრი კი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემს ადგილას რომ ყოფილიყვნენ, ან ჩემნაირი გარეგნობა ჰქონოდათ, ჩემნაირი ცხოვრების წესი და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყოლოდათ, ასევე მოიქცეოდნენ.“ – განაცხადა ნანეტმა ინტერვიუში.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები