მე და რამე, შენ და რამე, ამო რამე!

GUEST №13 in Amo Rame

 

ამო რამე…
ამო და რამე…
მოდი და რამე…
მე და რამე…
შენ და რამე…
ჩვენ და რამე…
მოდი რამე…
ვქნათ რა რამე!

დადიხარ თბილისის ქუჩებში… ეძებ შენ ადგილს… შენ ნახევარს… შენ თავს… ან საერთოდ არაფერს არ ეძებ და უბრალოდ სეირნობ. სეირნობა-სეირნობაში კი ინგოროყვას ქუჩაზე ხვდები და ხედავ ცისფრად შეღებილ კარს. ამ შავ-თეთრი ქუჩისთვის მეტად ფერადს და განსხვავებულს. კარი დახურულია… რა მნიშვნელობა აქვს?! შეხვალ!

ინგოროყვას ქ. №4, აქ ამოდით, აქ „ამო რამე“-ა!

ხომ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა რაღაც ადგილს დაეძებ. არც ის იცი სად არის… არც ის იცი როგორია, მაგრამ იცი მხოლოდ ერთი, რომ ის შენია! მეც ასე ვეძებდი… ვეძებდი და ბოლოს შემთხვევით ავღმოვჩნდი „ამო რამე“-ში.

მე არ ვიცი რას დაეძებთ თქვენ, ან თუ ეძებთ საერთოდ, მაგრამ „ამოდით და რამე“ ინგოროყვას „ამო რამე“-ში.

ცისფერი კარი გაიღო, ან უბრალოდ მე გავაღე, რადგან არავინ გააღებდა ჩემ მაგივრად და მე ავღმოვჩნდი „ჩემ სახლში“. მიყვარს მაგიდებზე დადებული გვირილებით სავსე ლარნაკი – იქ სწორედ ასე იყო. მიყვარს სიძველის სურნელი, რომელიც არეულია ახალში – ეს „ამო რამე“-ში იყო. მრგვალი მაგიდებიც მიყვარს და ისინიც აქ იყვნენ! მიყვარს ფონად ჩართული Michael Bubble და ალბათ უკვე აღარ მჭირდება იმის დაწერა, რომ ისიც აქ იყო.

და თქვენ თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა იმ ერთ საჭმელს ამოიჩემებ და ეძებ და ეძებ მის საუკეთესო ვარიანტს. მეც სწორედ ასე დამემართა ცეზარზე. მაგრამ რაც უფრო მეტს ვეძებდი მის იდეალურ ვარიანტს, მით უფრო მეტ უგემურ ცეზარის „პაროდიებს“ მივირთმევდი თბილისის მასშტაბით.

შემდეგი გაჩერება „ამო რამე“ იყო.

– მოდი, კიდევ ერთხელ ვცდი ცეზარს…

– ბატონო?

– არა, ეს ისე ჩემთვის ვთქვი… ცეზარი მომიტანეთ…

– კი ბატონო…

– ოღონდ ყოველგვარი კვერცხის, ნივრის, ნივრიანი სუხარის და მწვანილების გარეშე!

ცეზარმა ცოტა დააგვიანა. ან უბრალოდ „ამო რამე“-ში მყოფი ადამიანების რაოდენობა, შეუსაბამო იყო მზარეულების რაოდენობასთან. და აი, ისიც! ჩემი, შენი, თქვენი საყვარელი ცეზარი!

და სანამ „ამო რამე“-ში წახვალთ და ოფიციანტს კითხავთ “Wi-fe”-ის პაროლს “Facebook”-ში შესასვლელად, დროის ეკონომიას გაგიკეთებთ.

Password: ჭამერამე (ერთად და ლათინური ასოებით)

შენ აუცილებლად უნდა მიხვიდე „ამო რამე“-ში და ჭამო რამე!

ცეზარი უგემრიელესი იყო!

 

სიყვარულით GUEST №13

 

 

 

 

კომენტარები