ყველაზე კეთილი ვარსკვლავები

1.ემი შუმერი. ერთხელ, როდესაც ემი შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად ,,ჰამილტონის“ შოუს უყურებდა, პერსონალი 1000 დოლარით დაასაჩუქრა.

,,სანამ შოუ დაიწყებოდა, მენეჯერმა მისი შეკვეთა გადმოგვცა და ჩვენც შევასრულეთ. ცოტა ხანში, მისი მაგიდიდან ერთ-ერთი მოგვიახლოვდა და კიდევ ერთი შეკვეთა მიგვცა. შემდეგ კი კონვერტი ჩემს თანამშრომელს გაუწოდა. ,,ემის უნდა, დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ ამას მიიღებთ.“ – განაცხადა პრესასთან მომსახურე პერსონალმა.

  1. ჯენიფერ ლოურენსი 2 მილიონი დოლარით დაეხმარა მშობლიური ქალაქის, ლუისვილის საავადმყოფოს.

,,გამარჯობა, მე ჯენიფერ ლოურენსი ვარ და მოხარული ვარ, მოგახსენოთ, რომ მალე გაიხსნება ჩემი სახელობის ფონდი, კოსაირის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტთა დასახმარებლად. მე ვიწვევ საზოგადოებას და ვრიცხავ ორ მილიონ დოლარს ამ გაბედული ბავშვების მხარდასაჭერად“- თქვა ჯენიფერმა ,,იუთუბზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

  1. ედი რედმეინმა გადაწყვიტა, იმ ადამიანებს დაეხმაროს, რემელთაც მსახიობობის სურვილი აქვთ, მაგრამ ნაკლებად უმართლებთ.

,,ხშირად ვღებ წერილებს ადამიანებისგან, რომელთაც დრამის სკოლაში ჩაბარება სურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ აქვთ. მე მათ ვეხმარები. იმიტომ, რომ ლონდონში ცხოვრება წარმოუდგენლად ძვირია.“

  1. ისლა ფიშერმა და მისმა მეუღლემ, საშა ბარონმა სირიელი ლტოლვილების კრიზისის დროს მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნახევარი ბავშვთა ვაქცინაციას მოხმარდება, მეორე ნახევარი კი ლტოლვილტა განათლებას და თავშესაფრებს.
  2. კეიტი პერი 8 წლის ფანის სურვილს გამოეხმაურა, რომელსაც საყვარელი მომღერლისგან საშობაო ბარათი სურდა. ბარათთან ერთად კი მიიღო ყურებიანი ქუდი, ჩანთა, iPhone 6-ს ქეისი და DVD დისკები, რომლებზეც ჩაწერილია კეიტის ტური და ბიოგრაფიული ფილმი ,,Part of Me”.
  3. ტეილორ სვიფტი ნამდვილად გამოირჩევა ქველმოქმედებით. მას შემდეგ, რაც სიეტლის სიმფონიურ ორკესტრს 50,000 დილარი გადაურიცხა, 13 წლის ფანის ნატვრა აასრულა, რომელიც იშვიათი სახის სიმსივნით იყო ავად. ტეილორმა მასთან ერთად მთელი დღე გაატარა და ფოტოებიც გადაიღო.

როდესაც 12 წლის ჯორჯა ჰოუფს დაავადება აღმოუჩინეს, რომელიც სმენის თანდათანობით დაკარგვას იწვევს, მისი პირველი რეაქცია იყო: ,,ტეილორ სვიფტის სიმღერებს ვეღარ მოვუსმენ.“ მისმა ტყუპისცალმა დამ სოციალური მედიით კამპანია წამოიწყო და ჯორჯა საყვარელ მომღერალს შეახვედრა. ავადმყოფი გოგონას დედამ განაცხადა, რომ არ სჯეროდა, თუ ვინმე შეძლებდა მისი შვილის ასე გაბედნიერებას. ,,ტეილორი ძალიან, ძალიან საყვარელია და ულამაზესია. ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია“- თქვა ჯორჯამ.

მომღერალმა კიდევ ერთხელ გაიღო სოლიდური თანხა მის ,,ბექში“ მოცეკვავე გოგონას პატარა ბიძაშვილისთვის, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა. ტეილორმა 50,000 დოლარი გადარიცხა, მაშინ, როდესაც წამლებისა და მკურნალობისთვის ოჯახს 20,000 სჭირდებოდა.

  1. ჯიჯი ჰადიდი ასევე ყურადღებიანია ავადმყოფი ფანების მიმართ. მან გადაღებებს შორის დრო გამონახა და ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და როგორც ფოტოებიდან ჩანდა, კარგი დრო გაატარა. ბავშვები ბედნიერები ჩანდნენ, თუმცა ყველაზე გულწრფელი ღიმილი თავად ჯიჯის ჰქონდა.
  2. კრის ჰემსვორთმა მშობლების საბანკო ანგარიშები შეამოწმა და მათი დავალიანებები მთლიანად გადაიხადა. როგორც მსახიობის მამამ აღნიშნა, ამ ვალის გადახდა ცხოვრების ბოლომდე მოუწევდა, ეს საშინელი ტვირთი იყო, რომლისგანაც შვილმა გაათავისუფლა.
  3. ედ შერანი. როდესაც ედის მეგობარს, ემი ვეიჯს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მომღერლის ალბომი გამოსაშვებად მზად იყო. მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთი სიმღერა დაემატებინათ, რომელიც ემის პრობლემებს გადაჭრიდა. ასე დაწერეს მეგობრებმა Thinking Out Loud. ალბომი 1,000,000 ტირაჟით გაიყიდა და ემის ფულზე ფიქრი აღარ უწევს.
  4. 9 წლის ბიჭუნას, რომელსაც კისტოზური ფიბროზი აწუხებდა, ოცნება მოულოდნელად აუსრულდა. ფონდმა, რომელიც ავადმყოფ ბავშვებს სურვილების ასრულებაში ეხმარება, დომენიკი რადიო შოუში მიიწვია. იგი აღტაცებით ყვებოდა კუმირზე, ჯიუ ჯეკმანზე და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მსახიობი მეორე ოთახიდან ადევნებდა თვალს. შოუს მსვლელობისას ჯიუ მოულოდნელად შემოვიდა და პატარა თაყვანისმცემელი გაიცნო.
  5. ჯოან როულინგი. ,,ჰარი პოტერის“ ავტორს ახალგაზრდა ეგვიპტელმა მწერალმა მისწერა;: ,,თქვენ შთამაგონეთ, რომ მეწერა. ეგვიპტეში ქალებს არ აქვთ ისეთივე უფლებები, როგორც მამაკაცებს. ისინი დამცინიან, როცა ვამბობ, რომ მწერალი ვარ.“ ჯოანმა ფანის წერილს მაშინვე უპასუხა: ,,არ მისცე საშუალება მათ დაცინვას, ჩაკლან შენი ამბიციები. სრული დატვირთვით იმუშავე. მოკითხვა ერთი მწერლისგან მეორეს.“ როულინგის მიმართვის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოხატა თანადგომა ეგვიპტელი მწერლის მიმართ, მათ შორის თავად ეგვიპტელებიც იყვნენ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები