ფაქტები ,,დისნეილენდის” შესახებ, რომლებიც არ იცოდით

  1. უოლტ დისნეის წარმოდგენილი ჰქონდა, რომ დისნეილენდს კალიფორნიაში, ,,Walt Disney Studios” მოპირდაპირე ქუჩაზე გახსნიდა.
  2. ,,Tomorrowland“-ში ყველა მცენარე იჭმება.
  3. ,,Haunted Manson“-ის, ე.წ. ,,საშიში სახლის“ უკან სპეციალურად შექმნილია ცხოველების სასაფლაო.
  4. გახსნის დღეს დისნეილენდში მხოლოდ 18 ატრაქციონი ფუნქციონირებდა.
  5. მიკი მაუსის ყურები ყველა დროის ყველაზე პოპულარული სუვენირია.
  6. ჩაის ფინჯნების ატრაქციონზე იასამნისფერი და სტაფილოსფერი ფინჯნები ყველაზე სწრაფად იმართება.
  7. ყოველწლიურად დისნეილენდში 2,8 მილიონი ,,ჩურროს“ იყიდება.
  8. ,,Small World“-ის მორთულობები ნამდვილი, 22 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული.
  9. ,,Matterhorn”-ში არსებულ საშიშ თოვლის კაცს ჰაროლდი ჰქვია.
  10. დისნეილენდი ერთ წელიწადში აშენდა.
  11. 1970-იან წლებში მიშელ ფაიფერი დისნეილენდში მუშაობდა, როგორც ალისა მულტფილმიდან ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.
  12. დისნეილენდის ,,სახანძრო დეპოს“ შენობაში სინამდვილეში საცხოვრებელი სახლია.
  13. დისნეილენდში ორასამდე კატა ცხოვრობს, რომლებიც ტერიტორიას მღრღნელებისგან იცავენ.
  14. წყლის აუზები ძირითადად მწვანე ან ყავისფერია, რომ მილები და ფილტრაციის საშუალებები არ გამოჩნდეს.
  15. ,,საშიშ სახლში“ 999 მოჩვენება ცხოვრობს.
  16. 2000 წლამდე, თანამშრომლებს წვერის მოშვების უფლება არ ჰქონდათ. ეს უოლტ დისნეის სურვილი იყო.
  17. დისნეილენდის გახსნისას ყველა ჩონჩხი ადამიანის იყო. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი თავის ქალაა ნამდვილი.
  18. დისნეილენდის პარკში ,,გამომცხადებელი ხმა“ – ბილ როჯერსი და კალიფორნიის გასართობ პარკში ,,გამომცხადებელი ხმა“ – კამილ დიქსონი ცოლ-ქმარი არიან.
  19. ,,კლუბი 33“ ერთადერთი ადგილია დისნეილენდში, სადაც ალკოჰოლური სასმელები იყიდება.
  20. 1995 წელს, მძინარე მზეთუნახავის სასახლეში დროის კაფსულა დაამონტაჟეს. იგი დისნეილენდის 80წლის იუბილეზე, 2035 წელს გაიხსნება.
  21. პარკში შესვლა მისი გახსნისას 3,5 დოლარი ღირდა. დღეს 96 დოლარი ღირს.
  1. დისნეილენდში ქალის თეთრეულის მაღაზია იყო, რომელმაც ექვსი თვე იმუშავა და 1956 წელს დაიხურა.
  2. მძინარე მზეთუნახავის სასახლის წინ მოძრავი ხიდია, რომელიხ იხსნება.
  3. პარკი მხოლოდ სამი დღე იყო დაკეტილი: ჯონ კენედის სიკვდილის დღეს, 1994 წელს მიწისძვრის დღეს და 11 სექტემბრის ტერაქტისას.
  4. დისნეილენდის გახსნაზე იმყოფებოდა ჯორჯ ლუკასი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო.
  5. როდესაც ,,Star Tours”-ის რიგში დგახართ, გამომცხადებელი ხმისგან ,,Egroeg Sacul“-ს გაიგონებთ, რაც ,,ჯორჯ ლუკასის“ შებრუნებაა.
  6. როდესაც ინდიანა ჯონსის ატრაქციონს ელოდებით, უნდა იცოდეთ, რომ რეკვიზიტები ჯონსის ოფისიდან ნამდვილია, ისინი გამოყენებული იყო ფილმის ფრენჩაიზში.
  7. დისნეილენდში სამი ბავშვია დაბადებული.
  8. პარკის ტერიტორიაზე ვერსად იყიდით საღეჭ რეზინს. ასე ცდილობენ სუფთა ასფალტის შენარჩუნებას.
  9. თუ ტურისტს დისნეილენდში გული აერევა, თანამშრომლები იყენებენ კოდს ,,Code V“ (V=Vomit)

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები