ერნესტ ჰემინგუეის რჩევები, მათ ვისაც უნდა წერა

ბევრი ვიფიქრე, თუ ვისი რჩევები გამენდო დღეს თქვენთვის. ჩემი არჩევანი ერნესტ ჰემინგუიზე შევაჩერე. მას გამორჩეული მინიმალისტური წერის სტილი ჰქონდა და დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე.

ეს სტატიაც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც უყვარს წერა, ვისაც უნდა წერა. ერნესტ ჰემინგუეი რჩევებს თავისი გმირის საშუალებით გვაძლევს რომანიდან „განუყრელი დღესასწაული“. მისი გმირიც, როგორც ის წერს.

  1. ზოგჯერ, ახალი მოთხრობის დასაწყისი რომ არ გამომივიდოდა, ბუხარს მივუჯდებოდი, ფორთოხლის კანს ცეცხლში ვაწურავდი და ალის ლურჯად აშიშინებას შევცქეროდი ან არა და ფანჯარას მივადგებოდი, პარიზის სახურავებს გავცქეროდი და თავს ვინუგეშებდი: „არა უშავს რა. უწინ ხომ გამოგდიოდა, ახალაც გამოგივა. მთავარია ერთი ნამდვილი ფრაზა დაწერო, ჭეშმარიტად ნამდვილი ფრაზა. მეტი არაფერი გინდა“. ბოლოს და ბოლოს, ამ ნამდვილ ფრაზასაც მივაგნებდი და მერე ყველაფერი თავისით მიდიოდა. ეს არც თუ ისე ძნელი საქმე იყო, რადგან ნამდვილ ფრაზას, ასე თუ ისე, ყოველთვის ვაგნებდი ხოლმე, ან ჩემივე მახსოვდა, ან სადმე ამოვიკითხავდი, ან ვინმესგან გავიგონებდი.
  2. მუშაობის პერიოდში, როცა მოვრჩებოდი ხოლმე წერას, წიგნის კითხვა აუცილებელი იყო ჩემთვის. სულ თუ იმ შენს სამუშაოზე იფიქრე, ადვილი შესაძლებელია თვალსა და ხელს შუა გაგიქრეს ის რასაცა წერ, მანამ მეორე დღეს მაგიდას მიუჯდებოდე. მუხლი უნდა გაშალო, ფიზიკურად დაიღალო, და განსაკუთრებით კარგია შენი საყვარელი ადამიანით გატაცება. ამას არაფერი შეედრება.
  3. მინდა ვიცოდე, რას წერს ხალხი, რომ მე თვითონაც არ დავწერო ისეთი რამე.
  4. თქვენი ამოცანაა ისე გადასცეთ მკითხველს თქვენი ნაწერი, რომ მას ახსვოვდეს: ეს არ იყო მოთხრობა, რომელიც მან წაიკითხა, ეს იყო ისტორია, რომელიც მას თავად გადახდა.
  5. წერეთ, იმაზე რაც გტკივათ.

ერნესტ ჰემინგუეის კერძო წერილიდან (1950 წელი): „ბედმა თუ გაგიღიმა და ახალგაზრდობისას მოხვდი პარიზში, მერე სადაც არ უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი – განუყრელი დღესასწაულია, რომელიც მუდამ თან გახლავს“.

 

საკო კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები