5 მიზეზი, თუ რატომ აგვიანებთ

  1. პრობლემები მაღვიძარასთან.
    თქვენი მაღვიძარა ან არ რეკავს, ან მისი გამორთვის შემდეგაც აგრძელებთ ძილს, რადგან ფიქრობთ, რომ ადგომისთანავე ყველაფერს სწრაფად გააკეთებთ და დროში მაინც ჩაეტევით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, განსაზღვრეთ, რამდენი საათის ძილი სჭირდება თქვენს ორგანიზმს და გადაეწყვეთ სწორ რეჟიმზე. შემდეგ, დააყენეთ რამდენიმე მაღვიძარა და დატოვეთ ლოგინიდან შორს, რომ მათ გამოსართავად ადგომა მოგიხდეთ.
  1. პრობლემები მომზადების პროცესში.
    ირგვლივ ქაოსია, ოთახიდან ოთახში დარბიხართ, ცდილობთ, არაფერი დაგრჩეთ, გასაღებს ვერ პოულობთ. ამ სტრესთან გამკლავებას ადვილად მოახერხებთ, თუ საჭირო ნივთებს წინა დღეს მოუყრით თავს. შესაძლოა, სამოსს ამინდის ან განწყობის მიხედვით არჩევთ და წინასწარ განსაზღვრას ვერ ახერხებთ, მაგრამ გაამზადეთ ჩანთა, საბუთები, გასაღები, აქსესუარები. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან. თქვენ ხომ იცით, რომ ვარცხნილობის გაკეთებას 15 წუთს ანდომებთ, ნუ მოიტოვებთ ამისთვის 5 წუთს.
  1. მეგობარი გირეკავთ ან ფოსტაზე შეტყობინება მოგდით.
    თქვენს მეგობარს რჩევა სჭირდება, ამიტომ გრძელი ისტორიის მოყოლას იწყებს, ან ფოსტაზე სასწრაფო შეტყობინებას იღებთ. ეს არ მისცეთ უფლება მოულოდნელობებს, დიდი ხნით შეგაყოვნონ. ისაუბრეთ 1-2 წუთი და უთხარით მეგობარს, რომ მოგვიანებით გადაურეკავთ. თუ შეტყობინებას მაშინვე უნდა უპასუხოთ ან ის მნიშვნელოვან დავალებას ეხება, სწრაფად შეასრულეთ და მოწყდით ტელეფონს, რომ არ გადაერთოთ ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე.
  1. ინტერნეტი გაყოვნებთ.
    თქვენ საუზმობთ და თან ახალ ამბებს ეცნობით, ყოველ ხუთ წუთში ამოწმებთ ტელეფონს, შემდეგ კი მასთან განშორება გიჭირთ. რეალურად, საუზმობას უფრო მეტ დროს უთმობთ, ვიდრე ინტერნეტის გარეშე დაუთმობდით. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, როდესაც დანიშნულების ადგილას მიხვალთ და მეტი თავისუფალი წუთი გექნებათ.
  2. პრობლემები ტრანსპორტთან.
    ქუჩაში გამოსვლისას დაინახეთ, როგორ ჩაიარა თქვენმა ავტობუსმა. ეს ნამდვილად შემაფერხებელი ფაქტორია. მაშინვე დაიწყეთ ფიქრი ალტერნატივებზე, შეგიძლიათ თუ არა სხვა ტრანსპორტით ან ტაქსით წასვლა. თუ ერთი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება გაწყობთ, გაითვალისწინეთ მისი გრაფიკი. განსაკუთრებით დილით, როგორც წესი ტრანსპორტი ერთი გრაფიკის მიხედვით მოძრაობს.

 

      თინა ღურწკაია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები