10 საუკეთესო მუზეუმი რომში

1. რომის ცივილიზაციის მუზეუმი
თანამედროვე რომში უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეგიძლიათ, მაგრამ ქალაქის ნამდვილი ხიბლი რომ შეიგრძნოთ, წარსულში  უნდა გადაინაცვლოთ. რომის ცივილიზაციის მუზეუმში საშუალება გექნებათ, ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი უძველეს დროში, შეაფასოთ იმპერიის ცხოვრება. მუზეუმი რომის სამხრეთში, EURO-ს რაიონში მდებარეობს.

 


2. ეროვნული ეტრუსკული მუზეუმი
ეტრუსკულ მუზეუმს რომის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე  მე-16 საუკუნის ვილაში ,,ჯულია“ შეხვდებით. აქ განთავსებულია ეტრუსკული ნიმუშების ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც ხელოვნების ნებისმიერ მოყვარულს დააინტერესებს. ზოგიერთი სკულპტურა 2600 წელს ითვლის.

3. მუზეუმი MAXXI
არსებობს მტკიცებულება, რომ რომის ტერიტორია 14000 წლის წინ იყო დასახლებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე რომი თქვენს წინაშე თავს ვერაფრით მოიწონებს. სახელწოდება MAXXI იშიფრება, როგორც  Museo nazionale delle arti del XXI secolo. აქ შეხვდებით 21-ე საუკუნის ხელოვნების შედევრებს: არქიტექტურას, ქანდაკებებს და ნახატებს. მუზეუმის ტერიტორიაზე  წიგნის მაღაზია და კაფეცაა განთავსებული.

 

4. Villa Farnesina
რენესანსის სტილის ვილა ფარნეზინა 1506 წელს აიგო რომის რაიონ ტრასტევერში. თავდაპირველად იგი სიენელ ბანკირს ეკუთვნოდა, თუმცა მე-16 საუკუნის ბოლოს ფარნეზების ოჯახმა შეიძინა. ინტერიერის დიზაინი ნამდვილად შთამბეჭდავია, კედლები საძინებლებში რაფაელის და სხვა ცნობილი მხატვრების ნახატებითაა დამშვენებული. დაინტერესებული ტურისტებისთვის ვილის კარი ყოველთვის ღიაა, აქ ხშირად ეწყობა ექსკურსიები.

 

5. Palazzo Doria Pamphili
,,პალაცო დორია პამფილი“  მე-15 საუკუნის კერძო სასახლეა. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ რომის არისტოკრატულ ცხოვრებას გაეცნოთ. სასახლის ამჟამინდელი მფლობელები მას ჯერ კიდევ იყენებენ საცხოვრებლად. ბილეთის ყიდვის შემდეგ შეგიძლიათ 500-ზე მეტი ნახატი დაათვალიეროთ, მათ შორის კარავაჯოს, ველასკესის და ტიციანის ნამუშევრები.

 

6. რომის ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი ერთ შენობაში არ არის განთავსებული. ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბანშია გამოფენილი. ძვირფას ნივთებს შეხვდებით Palazzo Massimo alle Terme-ში, ხოლო მარმარილოს ქანდაკებებს –  Palazzo Altemps-ში. საშუალება გექნებათ, ნახოთ დიოკლეტიანეს დროინდელი აბანოები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტითაა აღდგენილი.

 

7. Castel Sant’Angelo
აუცილებლად უნდა მოინახულოთ მუზეუმი წმინდა ანჯელოს ციხესიმაგრეში. მისი ზოგიერთი ნაწილი 1900 წლისაა. თავდაპირველად იგი ააგეს, როგორც რომის იმპერატორ ადრიანეს მავზოლეუმი, თუმცა შუა საუკუნეებში ციხესიმაგრე გაამაგრეს და იერსახეც შეუცვალეს. დღეს იქ უნიკალური ექსპონანტებია განთავსებული, მათ შორის რენესანსის შედევრები და ხელოვნების იშვიათი ნიმუშები.

 

8. კაპიტოლიუმის მუზეუმი
კოლიზეუმთან ახლოს, ,,კოლოსეოს“ რაიონში შეგიძლით კაპიტოლიუმის მუზეუმი მოინახულოთ. აქ წარმოდგენილია საუკეთესო ბერძნული და რომაული ექსპონანტები. მუზეუმი მიქელანჯელოს ესკიზის მიხედვით, მე-17 საუკუნეში აშენდა. ყველაზე ცნობილი შედევრი, რომელიც ამ მუზეუმში ინახება, Lupa Capitolina, რემის და რომულუსის ქანდაკებებია. სამხატვრო გალერეაში შეხვდებით კარავაჯოს, რუბენსის, ტიციანის ნამუშევრებს.

 

9. ბორგეზეს ვილა
ბორგეზე ხელოვნების ნიმუშების აქტიური კოლექციონერი იყო. მან შეძლო თავი მოეყარა იტალიური და ევროპული უნიკალური ნიმუშებისთვის. ვილაში არსებული ოცი ოთახი მთლიანად ექსპონანტებითაა სავსე, მათ შორის შეხვდებით ტიციანის, კარავაჯოს, რუბენსის ნამუშევრებს. სხვა უზარმაზარი მუზეუმებისგან განსხვავებით, ბორგეზეს მუზეუმის დათვალიერება დიდ დროს არ მოითხოვს.

 

10. ვატიკანის მუზეუმი
ვატიკანის ღირსშესანიშნაობები წმინდა პეტრეს ტაძრით არ ამოიწურება. რომში, ვატიკანის მუზეუმში წარმოდგენილია რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. აქ ნახავთ  სიქსტის კაპელას, მიქელანჯელოს ფრესკებით. მუზეუმი ისეა მოწყობილი, რომ დამთვალიერებლებს მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლიათ მოძრაობა. არ გამოგრჩებათ სპირალური კიბე და რაფაელის ოთახები.

  თინა ღურწკაია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები