ფრენკ სინატრა უმცროსი გარდაიცვალა

ფრენკ სინატრა უმცროსი 16 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა ,,Associated Press”-თან საუბარში დაადასტურა.

მუსიკოსი ლეგენდარული მამის მემკვიდრეობას  აგრძელებდა. მას შემდეგ, რაც 1998 წელს ფრენკ სინატრა გარდაიცვალა,  ფრენკ უმცროსი მუშაობდა, როგორც მისი მუსიკალური რეჟისორი და ხელმძღვანელი.

ფრენკ სინატრა უმცროსი დეიტონის სანაპიროზე, ფლორიდაში იყო და კონცერტზე გამოსვლას გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელად ცუდად გახდა. იგი 72 წლის იყო.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები