რა ცვლილებებია ,,ინსტაგრამზე“?

გუშინ კომპანიის წარმომადენლებმა დააანონსეს, რომ,,ინსტაგრამის“ სტრუქტურაში ცვლილებები იგეგმება.

ალგორითმი ახალი ამბების ზოლზე, ე.წ. ,,Newsfeed“-ზე მოახდენს გავლენას. ამ მომენტისთვის სიახლეები გამოქვეყნების დროის მიხედვით მიეწოდება მომხმარებელს – უახლესიდან შედარებით ძველისკენ. მომავალში, პირველ რიგში მათ ახალ ამბებს დაინახავთ, ვის გვერდზეც ყველაზე მეტად აქტიურობთ, წერთ მოწონებებს და კომენტარებს.

,,გაგიკვირდებათ, მაგრამ ახალი ამბების 70% მომხმარებლამდე არ მიდის. ,,ინსტაგრამი“ გაფართოვდა და გართულდა ყველა ფოტოსა თუ ვიდეოსთვის თვალის მიდევნება. შესაძლოა, ვერც კი ნახოთ ამბავი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.“  – აცხადებენ კომპანიაში და პრობლემის გამოსწორებას აღნიშნული სახლით აპირებენ.

,,თუ თქვენმა საყვარელმა მომღერალმა ღამით კონცერტის ვიდეო დადო, მისი ნახვის საშუალება მაშინვე გექნებათ, როგორც კი გაიღვიძებთ. მნიშვნელობა აღარ ექნება, რამდენი ადამიანის სიახლეს კითხულობთ.“

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები