რატომ დაიწუნეს ოლივია უაილდი ,,უოლ სტრიტის მგლისთვის“?

ოლივია უაილდს ,,უოლ სტრიტის მგელში“ ლეონარდოს მეუღლის როლი  უნდა შეესრულებინა, თუმცა მარტინ სკორსეზესთან კასტინგი წარმატებით ვერ გაიარა.

ოლივიას თქმით, ის არასოდეს დაუწუნებიათ როლისთვის იმის გამო, რომ ,,ძალიან ლამაზი“ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩათვალეს, რომ უფრო ახალგაზრდა მსახიობი სჭირდებოდათ.

32 წლის მსახიობისთვის ეს არც ისე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. მან მალევე მიიღო შემოთავაზება ,,ვინილში“, სადაც როლზე მოსმენის გარეშე დაამტკიცეს.

,,უოლ სტრიტის“ წარუმატებელი კასტინგის შემდეგ მივხვდი, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ამან ,,ვინილში“ შესანიშნავი როლი მომიტანა.“

ბელფორტის მეუღლის როლი კი 25 წლის მარგო რობიმ შეასრულა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები