,,მიშელის ფორმები მომწონს“ – ბარაკ ობამა

ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნლისთვის ,,Time” მიცემულ ინტერვიუში გენდერულ და სოციალურ წნეხზე ისაუბრა. იმ ნაწილში, სადაც სხეულის ფორმებზე იყო საუბარი, ობამამ აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მისი დამოკიდებულება მიშელის ფორმების მიმართ მათ ქალიშვილებს დაეხმარება.

,,ფაქტი, რომ მათ მაღალი, არაჩვეულებრივი და ფორმებიანი დედა ჰყავთ და მამა ამას აფასებს, მგონი, ბევრს ნიშნავს“ – თქვა ბარაქ ობამამ 17 და 14 წლის ქალიშვილებზე.

,,როდესაც ორი ქალიშვილის მამა ხდები, გაცილებით მეტს ამჩნევ. ადრე ვერ ვხვდებოდი, რამხელა წნეხის ქვეშ არიან ახალგაზრდები, როცა ცდილობენ ერთ კონკრეტულ ფორმას მოერგონ.“

ობამა თვლის, რომ მისი მეუღლე, ბიონსე და სხვა ცნობილი სახეები მნიშვნელოვანი როლური მოდელები არიან ახალგაზრდა გოგონებისთვის.

,,ვფიქრობ, ახალი თაობისთვის კულტურა ოდნავ შეცვლილია. ჩვენ ვხედავთ ბიონსეს, სხვა პოპ ვარსკვლავებს და ყველანი – როგორც თეთრკანიანი, ისე ლათინოსი და ფერადკანიანი ბავშვები ხედავენ, რომ სილამაზე საკმაოდ ფართო ცნებაა.  ჩემს ბავშვობაში ეს საზღვრები გაცილებით ჩაკეტილი იყო. მაშინ სილამაზე ასე არ იყო წარმოდგენილი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა და წამახალისებელია.“

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები