კიმ კარდაშიანი საკუთარ ორეულს შეხვდა

რეალითი შოუს ვარსკვლავმა ახალი ეპიზოდისთვის გადაწყვიტა, 20 წლის ორეული, კამილა ოსმენი გაეცნო. რა თქმა უნდა, ფოტოც გადაიღო და კამილა თავის მიმდევრებს წარუდგინა.

,,ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ახალი სერია, რომ ნახოთ, რა გავაკეთეთ მეორე დღეს“- წერს კიმი.

კამილა კანადელი მოდის ბლოგერია. მისი თქმით, ყველაფერი 15 წლიდან დაიწყო, თუმცა მეტ შედარებებს  და კომენტარებს მას შემდეგ ისმენს, რაც ,,ინსტაგრამზე“ გვერდი შექმნა. ,,თავდაპირველად, ცოტა უსიამოვნო იყო, როცა მუდმივად კიმს მადარებდნენ, მაგრამ ვისწავლე, როგორ გავმკლავებოდი ყველაფერს. ახლა ეს ჩემთვის კომპლიმენტია – კიმი ერთ-ერთი ულამაზესი ქალია მსოფლიოში. მე ცალკე პიროვნება ვარ და მისგან ძალიან განვსხვავდები, იმედი მაქვს, ამას მალე ყველა გაიგებს.“

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები