არის თუ არა რიანასა და ბიონსეს შორის დაპირისპირება

,,ვოგის“ ახალი ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში რიანამ ბიონსესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბიონსეს ჰიტი “Formation” რიანას ალბომის ,,Anti“ გამოშვებისთანავე გამოვიდა. მას შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ ისინი ერთმანეთს მუდმივად ეჯიბრებიან.

,,უბრალოდ, ასე ხდება. მათ ძალიან უხარიათ, ზეიმობენ, როდესაც უარყოფით ინფორმაციას იგებენ. როდესაც საქმე შეჯიბრს, მეტოქეობას ეხება. ამას სერიოზულად არ მივიჩნევ. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს მის გაკეთებას.“- განმარტა რიანამ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები