Snoop Dogg-მა პატარა რუმინულ სოფელს სახელი გაუთქვა

რეპერმა სნუპ დოგმა, კოლუმბიაში, ბოგოტაში კონცერტის შემდეგ ინსტაგრამზე ფოტო განათავსა, რომელშიც ბოგოტას ნაცვლად პატარა რუმინული სოფელი ბოგატა შეცდომით დათაგა. სოფელში სულ 2000 მაცხოვრებელია, თუმცა დღეიდან მის მიმართ ტურისტული ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ადგილობრივმა საკრებულომ ვებ გერდიც კი გახსნა “”www.visitbogata.com”, რომელიც მნახველს სნუპის სტილში სთავაზობს “საუკეთესო შაბათ-კვირის გატარებას”. სოფელმა ასევე მადლობა გადაუხადა რეპერს ფეისბუქის მეშვეობით და ახსნა, რომ ბოგატა რუმინულად “მდიდარს” ნიშნავს.

ვებ გვერდი ასევე უხსნის ვიზიტორებს, რომ მათ ვიზიტის შემთხვევაში კარგი ინტერნეტი ექნებათ და იშველიებენ აშშ საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსის სიტყვებს, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ “რუმინელებს უფრო უკეთესი ინეტერნეტი აქვთ ვიდრე მთელ ამერიკას”.

სნუპ დოგმა არ დააყოვნა გამოხმაურება და ინსტაგრამზე თავისი ფოტო, რომელზეც მარიხუანას ეწევა ჰაშტაგით #visitbogata გაავრცელა და თავის სტილში დააყოლა წარწერა: “Shoutout to my romanian fans, tha boss dogg comm thru real soon !!!” – “ანუ მალე მართლა ჩამოვალ”-ო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები