10 რამ, რაშიც მამაკაცები ქალებს ვერასდროს გაუგებენ

არის საკითხები, რაშიც მამაკაცები ქალებს ვერასდროს გაუგებენ. მაგალითად:

1. რატომაა ასეთი სასიამოვნო დღის ბოლოს ბიუსჰალტერის გახდა. რატომ უნდა ატარონ ქალებმა ნორმალურზე პატარა ბიუსჰალტერი? მით უმეტეს, შეიძლება ამის გამო უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდნენ. არაკომფორტულმა სამოსმა შეიძლება ნაჭდევები დატოვოს და ქავილი გამოიწვიოს. მაგრამ ისინი ასეთ ბიუსჰალტერებს 10 საათის განმავლობაში მაინც ატარებენ.

2. რატომ უნდა თქვა რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ასე არ არის? მამაკაცებისთვის უმჯობესი იქნებოდა ქალები მეტად პირდაპირები რომ იყვნენ. მაგრამ ქალები ბავშვობიდანვე მიილტვიან რომ იყვნენ ლამაზები და ზრდილობიანები რასაც მივყავართ ამ ცნობილ ფრაზამდე: ,,კარგად ვარ.’’

3. რატომ არ სჯერათ კომპლიმენტების? ისინი მამაკაცებისგან კომპლიმენტებს ითხოვენ და შემდეგ ეჭვი ეპარებათ მასში.

4. რატომ ღირს ასეთი ძვირი ბიუსჰალტერები. რატომ უნდა გადაიხადონ რამდენიმე ათეული ლარი ისეთ რამეში, რის გარეშეც უფრო ლამაზები არიან?

5. რატომ უჭირთ ასე ძალიან ჯინსის არჩევა? შეუძლიათ უამრავი ჯინსი მოისინჯონ და რატომღაც არც ერთი მოეწონოთ.

6. რაში სჭირდებათ ამდენი ბალიში საძინებელში?

7. რატომ არასდროს აქვთ საკმარისი ტანსაცმელი? ქალებისთვის ყოველთვის არსებობს ერთი პრობლემა სახლიდან გასვლის წინ: ,,რა ჩავიცვა?’’ ამას მამაკაცები ვერასდროს გაიგებენ.

8. რატომ უნდებიან მაკიაჟის გაკეთებას ამდენ ხანს. თვალის გარშემო ფანქრით სწორი ხაზების გავლებას წესით რამდენიმე წუთი უნდა სჭირდებოდეს. ქალები კი საათობით დგანან სარკესთან.

9. ვერასდროს გაიგებენ რატომ სტკივათ ასე მუცელი მენსტრუაციის დროს და რატომ არიან გაღიზიანებულები. ტკივილი ზოგჯერ მართლაც აუტანელია. მამაკაცებო, ამას თქვენ ვერასდროს გამოცდით. უბრალოდ, წადით და საყვარელ ქალს შოკოლადი მიუტანეთ. შეიძლება ამით მაინც გამოუკეთოთ განწყობა.

10. რაში სჭირდებათ 400-მდე სხვადასხვა ზომის და ფორმის ფლაკონი? ან, საერთოდ რა დანიშნულება აქვთ მათ? ამ ყველაფრის გარეშეც ხომ ლამაზები იქნებიან?

 

წყარო: oxford-med.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები