ქალის 4 ეროგენული წერტილი

ძალიან ხშირად საუბრობენ ქალის ეროგენულ G წერტილზე. რაც შეეხება სხვა ეროგენულ წერტილებს, ამაზე ბევრი არაფერია ცნობილი. არა და, ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ქალებს გაცილებით მეტი ეროგენული წერტილი გააჩნიათ და მათზე შეხებაც არანაკლებ სასიამოვნოა. ამ წერტილებს სპეციალისტებმა A, K, U წერტილები დაარქვეს.

G წერტილი საშოს კედელზე 4.5 სმ სიღრმეზე მდებარეობს. ეს ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. ამ ადგილის სტიმულაცია ძლიერ ორგაზმს იწვევს. ამ ადგილას 600-მდე ნერვული დაბოლოებაა. ამ წერტილის პოვნა თითითაც შეიძლება. ასეთ დროს ორგაზმი შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ქალებს ნაწილი G წერტილს ვერც პოულობს.

A წერტილიც საშოში მდებარეობს. ის საშვილოსნოს ყელსა და შარდის ბუშტს შორის მდებარეობს. წერტილის ზომა 2-4 სმ-ია. აღგზნების დროს მამაკაცის პენისმა შეიძლება ამ წერტილამდე მიაღწიოს და ძლიერ, გახანგრძლივებულ ორგაზმს იწვევს.

K წერტილი უკანა საშოში მდებარეობს და ანალური სექსის დროს სტიმულირდება. ეს ადგილი შედარებით სქელია და წინა ორი წერტილისგან განსხვავებით განსაკუთრებულ შეგრძნებებს ვერ მოგგვრით, თუმცა სწრაფ და ძლიერ ორგაზმს იწვევს.

U წერტილი რბილი ქსოვილისგან შედგება. იგი ურეთრის მიჯნაზე მდებარეობს. მასზეც ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებაა. მისი სტიმულაციისას სექსუალურ სურვილთან ერთად მოშარდვის შეგრძნებაც ემატება. ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის დროს U წერტილის სტიმულაცია არ ხდება, ამიტომ მისი სტიმულაცია უნდა მოხდეს თითების წრიული მოძრაობით. G წერტილის მსგავსად U წერტილის სტიმულაცია მრავალჯერად ორგაზმს იწვევს.

ამ წერტილების ცოდნით ქალებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ. თუმცა, ყველა ქალი ინდივიდუალურია. შეეცადეთ, მოუსმინოთ მას და თავად მიხვდებით, რა უფრო მეტად სიამოვნებს.

 

წყარო: oxford-med.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები