რჩევები თქვენ, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისაგან!

  1. ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრილვარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონია ძალიან ახლოს გავცნობოდი მათ, მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.
  2. ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს.
  3. მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.
  4. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ჩემ გენერალს ვუბრძანე, თოლიად იქცეს, და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისი.
  5. ცრემლების ქვეყანა ხომ იდუმალებით მოცული სამყაროა.
  6. საკუთარი თავი გაასამართლე, ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. თუ შესძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვლი ბრძენი იქნები.
  7. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია.
  8. ადამიანებს დრო არ ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი.
  9. აი, ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
  10. არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს.
  11. მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ.
  12. იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება…
  13. სახლი იქნება, ვარსკვლავები თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არ ჩანს.
  14. ადამიანები ჩქარი მატარებლებით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.
  15. ადამიანებს ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ. ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა. მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს.

 

    საკო კოჭლამაზაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები