დედამიწას 10 აპრილს დიდი ასტეროიდი ჩაუვლის

ასტეროიდი 2016 EH157, რომლის დიამეტრი 390 მეტრს შეადგენს, 10 აპრილს დედამიწასთან ახლოს ჩაივლის. ამის შესახებ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი იუწყება.
ასტეროიდი 2016 EH157 რამდენიმე დღის წინ ასტრონომებმა და ავტომატურმა ტელესკოპებმა აღმოაჩინეს, რომლებიც პროექტ Catalina Sky Survey-ის ფარგლებში მცირე ზომის ციურ სხეულებზე დაკვირვებას აწარმოებენ. მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწისთვის საფრთხე არ არსებობს.
ასტეროიდი დედამიწას 1 მილიონ 200 ათას კილომეტრში ჩაუვლის. ეს მთვარესა და ჩვენს პლანეტას შორის მანძილს 26-ჯერ აღემატება.

 

live24.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები