გინესის რეკორდსმენი კატა

ველვეტი თავისი ასაკისთვის ნამდვილად შეუფერებლად იქცევა. 26 წლის კატა სულაც არ ცხოვრობს ისეთი წყნარი ცხოვრებით, როგორიც პენსიონერი,  ისევ აქტიურად ნადირობს და თამაშობს ქუჩაში. არადა, ადამიანის ასაკს თუ შევადარებთ – იგი 121 წლისაა.

მეინ-კუნის ჯიშის ველვეტი ორეგონის თავშესაფრიდან 1989 წელს აიყვანეს. მაშინ მისი პატრონი 7 წლის იყო. ქალის თქმით, კატის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა იმან, რომ გარეთ გასვლის და ნადირობის საშუალებას აძლევდნენ. მან საკუთარი თავის დაცვა ისწავლა, სხეული და გონება გაუჯანსაღდა. დღეს, ველვეტი გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ასაკოვანი კატა მსოფლიოში.

ველვეტს ძალიან უყვარს მოფერება, მომთმენია უცნობების და ბავშვების მიმართ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები