Soap&Skin Live in Tbilisi – “Muzame” Launch

2 მარტს თბილისში ახალი პროექტის, Muzame-ს პრეზენტაცია შედგა. მუზამე – პროცესია, განსხვავებული ემოციების მიღებისა და გაზიარების პროცესი, რომლის პირველი ნაწილიც გახლავთ Soap&Skin-ის კონცერტი.

Soap&Skin თანამედროვე ავსტრიელი მუსიკოსის, ანია პლაშგის პროექტია, რომლის მუსიკალური კატეგორიზაციაც კრიტიკოსებს უძნელდებათ ხოლმე. მუდმივ ექსპერიმენტებსა და ძიებაში მყოფი ანიას შემოქმედება ალტერნატიული პოპის, ელექტრონული მუსიკის, დარქვეივისა და ნეოკლასიკური ელემენტების ნაზავს წარმოადგენს.

ანია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, მოგვიანებით აქტიურად იწყებს Björk-ისა და სერგეი რახმანინოვის მოსმენას, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს მის შემოქმედებაში. კლასიკური მუსიკითა და მძიმე ექსპერიმენტული თემებით ინსპირირებულმა ანიამ ეს სიმძიმე უკვე საკუთარ დისკოგრაფიაში გადმოიტანა.

სწორედ ამიტომ, მისი სიმღერებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებით მძიმე, ენერგიული და საშიში თემები, რომელიც შიგადაშიგ ენაცვლება საოცრად მშვიდ, მსუბუქ და ფაქიზ მელოდიებს. გამორჩეული სასცენო მანერა, მოძრაობები და დამახასიათებელი ცეკვა მის სასცენო იმიჯს უნიკალურ ფორმას აძლევს, რითაც Soap&Skin-ის ნებისმიერი ცოცხალი შესრულება გამოირჩევა.

 

This slideshow requires JavaScript.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები