დღის “Facebook” სტატუსი: გოგოებისთვის საყვარელი ცოტნე ცოტაშვილი

არ ვიცი რატომ, მაგრამ თურმე ქართული სერიალის ერთ-ერთი გმირი, ვინმე ცოტნე ცოტაშვილი ძალიან რეიტინგული და საყვარელი ტიპაჟი ყოფილა გოგოებისთვის. ვისაც ვკითხე რატომ იყო საყვარელი და მაგარი ტიპი, ძირითადად მანახეს ვიდეოები, სადაც ეს გმირი ქალებს აგინებს. მისი შემოქმედება, რაც მანახეს ძირითადად არის ის, რომ მაგრად იგინება (ალბათ რამე სხვა ღირებულასაც აკეთებს ეს პატიოსანი კაცი, მაგრამ ძირითადად ეს მოწონთ გოგოებს).

ზოგადად ქალის, ან საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი, ნორმალური და კარგი ტიპიების აღარ მესმის რა…. სხვა მოთხოვნებია ძმაო, გამოიღვიძეთ, დრომ გაგასწროთ!!! რატომ ხდება ყველაფერი მიუღებელი ამ ქვეყანაში რეიტინგული და მისაბაძი ვერ გავიგე. ცუკერბერგ, აი შენი დედა ვატირე მარტო იმიტომ, რომ ამ სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ დაელოდე და მოუმზადებლად მოგვანიჭე უფლება მთელ ერს ტალახიანი ფეხებით შემოვსულიყავით და ჩვენი მდაბიო, ბანძი და “აყენებული” სტატუსებით გავცნობოდით ერთმანეთს, ეს გაურკვეველი მიმართულებით წაბოდიალებული მოსახლეობა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სულ რომ ორად ვჩანდე ფოტოზე, ან სულ რომ არ ვჩანდე ან თუნდაც მარტო მე ვიყო ფოტოზე. ნუ რაც გინდათ ის დააყენეთ უბრალოდ ძალიან გთხოვთ აღარაფერზე “დამთაგოთ” არც სტატუსებზე!!!! აი, ამ წამს ყველა მაღიზიანებთ და ეს წამი როდის გამივლის ხულიო იგლასიასმა იცის მარტო…. ამას კონკრეტულად ვინმეს მისამართით არ ვწერ. საერთოდ და ზოგადად მაღიზიანებთ ყველა, თქვენი შეგნებით და დამოკიდებულებებით, ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამოხატვით და ყველაფრით…

 

ბაჩო მინაძე

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები